ამერიკის საელჩო _ კოჰრანის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს

ამერიკის საელჩო საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს მუშაკებს 2017 წლის ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს.
კოჰრანის პროგრამა აშშ-ში 2-3-კვირიან გადამზადებას ითვალისწინებს.
 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრონომებს, აგრობიზნესში დასაქმებულ მენეჯერებს, ადმინისტრატორებს, აგრარული ბაზრის (სასოფლო-სამეურნეო პორდუქციით ვაჭრობა) სპეციალისტებს.
პროგრამის მიზანი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფის მხარდაჭერაა, სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება და განვითარებაა.
პროგრამის პრიორიტეტებია:
მეცხოველეობის მენეჯმენტი, გენეტიკის ხელშეწყობა და მარკეტინგი;
ხილის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება.
პროგრამაში მონაწილეობისთვის საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 14 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/cochran-fellowship-for-agricultural-professionals-through-the-usda/  

ასევე დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს tbilisiusda@state.gov