ამიერკავკასიის პირველი რძის კონგრესი თბილისში

2017 წლის 14 მარტს, თბილისში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერიაში”  აღმოსავლეთ ევროპის რძის კონგრესის ფარგლებში, ამიერკავკასიის პირველი რძის კონგრესი – გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი FAO-სა  და EBRD-ის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც  „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანი რძის სექტორში დასაქმებული ქართველი ფერმერებისთვის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაა. კონგრესში ქართველ  მერძევე ფერმერებთან ერთად მონაწილეობდნენ რძის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები და ფერმერები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებიდან. მათ შორის პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ 200-მდე ფერმერი და სპეციალისტი  რძის გადამამუშავებელი საწარმოებიდან, კომპანიების წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოტენციური ინვესტორების ჩათვლით,ასევე მთავრობის წარმომადგენლები.

ხვალ, 15 მარტს  – ყველა მონაწილეს შესაძლებლობა ექნება ესტუმროს საქართველოს მერძეულ ფერმებს, სადაც წარმატებითაა დანერგილი რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები. ექსკურსიას უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტები გაუძღვებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.