„არ არსებობს ცივილიზებული სახელმწიფო, რომელიც რძის წარმოების სექტორს არ ეხმარება“

ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.
მედიაში ცოტა ხნის წინათ  გავრცელებულმა ინფორმაციამ ქართული ყველის წარმოებაში ირანული, გაურკვეველი შემცველობისა და უხარისხო რძეპასტის გამოყენებაზე, კიდევ ერთხელ წინა პლანზე წამოსწია საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში არსებული პრობლემების მნიშვნელობა.

200 -ზე მეტი სახეობის მქონე ყველის წარმოების ისტორიის ქვეყნის უმნიშნელოვანეს დარგს ყურადღება და ქმედითი ნაბიჯები სჭირდება როგორც ბიზნესის გასაუმჯობესებლად, ასევე პროდუქტის ხარისხის ასამაღლებლად.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი წლებია საუბრობს იმაზე, რომ სექტორს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა, ამ დრომდე ხელშესახები შედეგი დარგის წარმომამადგენლებს არ მიუღიათ.

მე ხშირად ვეუბნები მთავრობის წარმომადგენლებსრომ არ არის ცივილიზებული ქვეყანარომელიც რძის წარმოების სექტორს არ დაეხმარება, იქნებოდა ეს პირდაპირი სუბსიდია, გაყიდვებში დამხმარება თუ სხვა სახის ხელშეწყობა იმიტომრომ ძალიან რთულია გლეხური მეურნეობიდან მსხვილ ინდუსტრიულ ფერმაზე გადასვლა. აუცილებელია ახალი ტექნოლოგიებიაბსოლუტურ სტანდარტზე  უნდა მიიყვანოს მწარმოებელმა რძის  პროდუქტები. სახელწმიფოს დახმარების გარეშე ეს ბიზნესი მომგებიანი არ არის.  ამის მიუხედავად  საქართველოში არსებობს „ფერმერთა ასოციაცია“ ,  რომელიც დიდი ძალისხმევით წლებია იბრძვის დარგის გადასარჩენად და რძის პროდუქტების ხარისხის გამოსასწორებლად. ეს დარგი უმნიშვნეოვანესია  ჩვენი გენოფონდისთვის.“- ამბობს ბიზნესმენი.

გადაუჭრელ პრობლემად რძის პროდუქტების წარმოებაში რჩება რძის ფხვნილის გამოყენება, რომელიც ინდუსტრიას მნიშვნელოვნად აზარალებს, ბოლო დროს ირანული პასტერიზებული რძის საკითხი კი ეჭვქვეშ აყენებს პროდუქტის შემცველობასა და მის რეალურ წარმოშობას. ლაშა პაპაშვილი აღნიშნავს, რომ ყველთან ერთად აუცილებელია დღგ-სგან გათავისუფლდეს სხვა რძის პროდუქტებიც და გაჩნდეს მოთხოვნა.

სურსათის უვნებლობის სამსახური ამბობსრომ უვნებელია ეს პროდუქტი, მაგრამ სასარგებლოც  არ არის.  მოთხოვნა  უნდა გაჩნდესდეფიციტი იყოს რძის პროდუქტების და  ფასები აიწიოს

რის ქვეყნებირომლბიც კვოტებს  აწესებენ  რომ არ  იყოს ჭარბი  რძის მიწოდება და  არც ნაკლული. მუდმივად  გვაქვს ურთიერთობა სახელმწიფოსთან ამ თემაზე, მაგრამ ჯერჯერობით რ ხერხდება მიზნის მიღწევა,  არ მოგვყვება სახელმწიფო და ჩვენს ხედვას არ ეთანხმება.“- ამბობს პაპაშვილი.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანული ბი-ბი-სის ვებ­გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ქართული ყველის მრავალსაუკუნოვანი ისტორია საინტერესოდ არის მოთხრობილი — ამის შემდეგ მკვლევარმა ანა მიქაძე-ჩიკვ­აიძემ ქართული ყველის სახეობებსა და წარმომავლობაზე  საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ფერმერული საქმიანობის აღორძინებას უნდა შეუწყოს ხელი. როცა ქვეყანას­ ყველის წარმოების 80-საუკუნოვანი­ ისტორია აქვს და ამაზე უკვე ბი-ბი-სიც წერს, როცა ამხელა მსოფლიო დაინტერესებაა ქართული რძისგან წარმოებული ყველის სახეობებით, შეუძლებელია ის ჩაანაცვლოს ფხვნილისგან ან თუნდაც ირანული რძის პასტისგან წარმოებულმა ყველმა. — ამბობს ჩკვაიძე.

მისივე თქმით, ამ პრობლემას დღეს სამი ძირითადი მოთამაშე ჰყავს: სახელმწიფო, რომლის რეგულაციებზეცაა დამოკიდებული დარგი, მეწარმე,  მომხმარებელი და ფერმერები, რომელიც  ყველაზე ­ დაჩაგრული ფენაა.

მარიამ მორგოშია

წყარო: commersant.ge