აშშ-ის საელჩო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის $200,000-იან საგრანტო კონკურსს აცხადებს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ახალი საგრანტო პროექტის გამოცხადებას აანონსებს. საგრანტო პირობების აღწერაში ნათქვამია, რომ მისი ბენეფიციარი შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს $200,000-იან მხარდაჭერას სთავაზობს.
„იმისათვის, რომ საქართველო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე, მას სჭირდება ევროკავშირის რეგულაციების წარმატებით ათვისება. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის სწრაფად და ეფექტურად გავლაში საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი $200 000 დოლარამდე ოდენობის გრანტით დაეხმარება. საგრანტო კონკურსი ღიაა საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციებისათვის,”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საგრანტო პროექტის დეტალური აღწერა იხილეთ ბმულზე.
წყარო: bm.ge