აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ტექნიკურად და ფინანსურად
USAID to provide financial and technical assistance to small and medium scale agricultural cooperatives and enterprises in a partnership with the Agricultural Cooperatives Development Agency.
ა.შ.შ.-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლუის ფაორომ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს რომელიც ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ ასევე ფინანსურ დახმარებას საქართველოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის.
გაფორმებული მემორანდუმის მიზანია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით მოხდეს, დღეს არსებული კოოპერატივებს გაძლიერება და მათი ეფექტუნარიანობის გაზრდა.
„აღნიშნული მემორანდუმი 5 წლიანი პროექტის „USAID სასოფლო-სამეურნეო პროგრამა“-ის ნაწილია რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკაში სასოფლო-სამეურნეო წილის გაზრდას და გაძლიერებას. პროექტის ძირითადი ნაწილი მოიცავს ა.შ.შ.-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გაცემულ გრანტებს 75 000$ ფარგლებში. შემდეგი ხუთი წლის მანძილზე იგეგმება დაახლოებით 100 მსგავსი გრანტის გაცემა ძირითადად სამი განხრით. პირველ რიგში ესენია მცირე და საშუალო ზომის სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი (შემდეგ მცენარეებში: კენკროვანი მცენარეები, სამკურნალო მცენარეები, ბოსტნეული, ატამი, ვაშლი, მანდარინი და ყურძენი), ასევე გრანტის მიღებას შეძლებენ კოოპერატივები და მცირე და საშუალო ზომის წარმოებები.“ განაცხადა ლუის ფაორომ.
აღნიშნული გრანტის მოსაპოვებლად, მსურველები (კოოპერატივები და მცირე და საშუალო ზომის წარმოებები) უნდა შეესაბამებოდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს როგორიცაა ფინანსური მდგრადობა და პერსპექტიული იდეები. წინასწარი გათვლებით აღნიშნული პროგრამა დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკასა და გაზრდის სასოფლო-სამეურნეო წილს ექსპორტში. ტექნიკური დახმარება გაეწევა ნებისმიერ მსურველს საინტერესო იდეებით მიუხედავად იმისა მოიპოვებს თუ არა აღნიშნული მონაწილე ფულად გრანტს. ა.შ.შ.-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორ თვეში ერთხელ იწყებს აპლიკაციების მიღებას ზემოთაღნიშნული მსურველებისაგან და შემდგომ საფეხურზე გადასვლის შემთხვევაში ადგილზე იბარებს აპლიკანტს. ა.შ.შ.-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებული სახლიკაციო ფორმები ყველა იმ დეტალურ კრიტერიუმს შეიცავს რომელიც აუცილებლია გრანტის მოსაპოვებლად.