აშშ-ში ყავას შესაძლოა, კიბოს გამომწვევი კანცეროგენის დამღა დაესვას

აშშ-ს ტერიტორიაზე არსებული ყავახანები შესაძლოა დაავალდებულონ, რომ კლიენტები სასმელში საშიში კანცეროგენის, აკრილამიდის შემცველობის თაობაზე გააფრთხილონ.
ტოქსიკური ნივთიერებების შესწავლის საბჭომ შესაბამისი სარჩელი უკვე შეიტანა კალიფორნიის სასამართლოში
  შესაბამის სარჩელს ახლა კალიფორნიის სასამართლო განიხილავს, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებების შესწავლის საბჭომ შეიტანა. მოსარჩელეთა რწმენით, ყავახანებისა და კაფეების სტუმრებმა უნდა იცოდნენ, რა პოტენციურ საფრთხეებს ატარებს ყავა.

აკრილამიდი — ეს ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც პროდუქტის თერმული დამუშავებისას წარმოიქმნება და რომელიც საშიშ კანცეროგენადაა აღიარებული. ჯერ კიდევ 15 წლის წინ მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იმ თაგვებს, რომლებსაც აკრილამიდიან წყალს ასმევდნენ, კიბო უვითარდებოდათ.

 აღსანიშნავია, რომ აკრილამიდს ჭარბად შეიცავს კარტოფილი „ფრი“, ჩიპსები და სხვა პროდუქტები, რომლებიც ადუღებულ ზეთზე მზადდება. თუმცა, ტოქსიკური ნივთიერებების შესწავლის საბჭოს მტკიცებით, ის ასევე შეიძლება წარმოიქმნას ყავის მოხალვისას, რაც თავად სასმელს ხდის სახიფათოს. საუბარია როგორც ნალექიან, ისე უნალექო ყავაზე.

რაც შეეხებათ ყავახანების მეპატრონეებს, მათი თქმით, ყავის მოხალულ მარცვლებში აკრილამიდი იმდენად მცირე რაოდენობისაა, რომ არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ ზომიერად მიღებული ნატურალური ყავის მარგებლობა დიდი ხანია, დამტკიცებულია.

წყარო:sputnik-georgia.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.