აჭარული ნიორი უკრაინაში, რუმინეთში და ჰოლანდიაშიც იყიდება

უხვმოსავლიანი ნივრის წარმოება მაღალმთიან აჭარაში შარშან დაიწყეს და შედეგიც ხელშესახებია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ უკრაინიდან შემოტანილი ახალი უხვმოსავლიანი  ჯიშის ნივრის წარმოების პროგრამა გაისადაც გაგრძელდება..

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე განმარტავს, პროექტი წარმატებით  დაიწყო. ტრადიციულად თუ რეგიონში ჰექტარზე 4-5 ტონა ნივრის მოწევა კარგ შედეგად ითვლებოდა, ახალ უხვმოსავლიანი ჯიშებით საჰექტარო მოსავლიანობა 11 ტონამდე გაიზარდა. როგორც ჩანს ეს საჰექტარო მოსავლიანობის ზედა ზღვარი არ არის.

ფერმერებმა დაინახეს რომ მათმა შრომამ შედეგი გამოიღო ნიორი. აჭარული ნიორი უკვე გავიდა გასაყიდად ჰოლანდიაში, რუმინეთსა და უკრაინაში, რაც ფერმერთა შემოსავლების გაზრდის კარგი პირობაა. მომავალ წელს უფრო მეტი ფერმერი დაინტერესდება ნივრის მოყვანით. ნიორი კი მართლაც ღირებული კულტურაა, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზეც ფასობს, ერთი კილოგრამი 10-12 ლარი ღირს.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და ნიორს სხვა კულტურების უხვმოსავლიანი ჯიშები დაემატება, რაც ადგილობრივი, მაღალხარისხიანი ნატურალური პროდუქციის წარმოების გაზრდის უალტერნატივო წინაპირობაა.