აზერბაიჯანი თუთის ბაღების გაშენების ტემპს ზრდის, ქვეყანაში მეაბრეშუმეობა დინამიკურად ვითარდება

აზერბაიჯანში მეაბრეშუმეობის განვითარების 2018-2025 წლების სახელმწიფო პროგრამა დარგში სოფლის მოსახლეობისათვის დასაქმებასა და მის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს, ამბობს აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი მურთაზლ გაჯიევი.

მისი ინფორმაციით, ნახევარი მილიონი თუთის ნერგი, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის დეკემბერში ჩინეთიდან შემოიტანეს და დარგეს, მშვენივრად იხარა.გასული წლის ნოემბერში ბაქოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან კიდევ ერთი მილიონი თუთის ახალი ნერგები შემოვიდა, რომელიც ფერმერებს ფერმერებს ახალი ბაღების გასაშენებლად უფასოდ გადაეცათ.

ეს თუთის ახალი სპეციალური ნამყენი ფართოფოთლიანი თუთის სახება, რამაც ქვეყანაში აბრეშუმის ჭიის საკვები ბაზის გაზრდას შეუწყობს ხელს, აცხადებს აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის წარმომადგენელი. მთელი აზერბაიჯანის 40 რაიონში დაჩქარებულად შენდება თუთის ახალი ბაღები.

სწორედ ასეთი ძალისხმევის შედეგად, აზერბაიჯანს შეუძლია იამაყოს მეაბრეშუმეობის დინამიურად განვითარებით, მაგალითად, თუ 2015 წელს ქვეყანაში დამზადდა 236 კილოგრამი აბრეშუმის პარკი, უკვე 2016 წელს აბრეშუმის პარკის რაოდენობა 70,7 ტონამდე გაიზრდა, ხოლო 2017 წელს _ 245. 2 ტონამდე. ქვეყანაში ბოლოს შემოტანილი ნერგების ჩათვლით, უკვე დარგულია 2.5 მილიონ ცალამდე თუთის ნამყენი ნერგი, რაც იმის პროგნოზის საშუალებას იძლევა, რომ აზერბაიჯანში მეაბრეშუმეობის დარგი კიდევ უფრო განვითარდება, რომ აზერბაიჯანელი მეაბრეშუმეები მთლიანად უზრუნველყოფილნი იქნებიან აბრეშუმის ჭიის საკვები ბაზით.

სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი დაკავშირებულია აბრეშუმის ძაფის და პარკის იმპორტისგან ადგილობრივი ბაზრის დაცვის ღონისძიებების გაზრდისა და აბრეშუმის ქსოვილის და ძაფის ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობისკენ.

2018 წლიდან აზერბაიჯანში ძალაში შევიდა 5% მოსაკრებელი აბრეშუმის პარკისა შემოტანაზე, მანამდე გადასახადი არ არსებობდა. ასევე ნედლეულის შემოტანაზე მოსაკრებელი 0.5%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო აბრეშუმის ძაფზე კი 5%-დან _ 15%-მდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში აბრეშუმის ქსოვილის საწარმოებლად ძაფთან შედარებით, ნედლეულის შემოტანა უფრო მომგებიანი ხდება, რაც აზერბაიჯანელი მეაბრეშუმეების მიერ დამზადებული ნედლეულსაც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობას გაზრდის.

მეაბრეშუმეობის განვითარების პროგრამა 2025 წლამდე გრძელდება რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ყოველწლიურად 6 ტონა პარკის დამზადებას ითვალისწინებს. თუ დაგეგმილ ვადაში ქვეყანაში მიღებული აბრეშუმის ნედლეულის გადამუშავების სრულყოფილი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, აზერბაიჯანი გარე ბაზრებზე საკუთარი აბრეშუმის ქსოვილისა და ძაფის საექსპროტო პოტენციალის განვითარებას დაიწყებს.

წყარო: sputnik.az

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.