აზიურ ფაროსონასთან საბრძოლველად 2018 ბიუჯეტის პროექტში 4 მილიონი ლარია გამოყოფილი

აზიურ ფაროსონასთან საბრძოლველად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 4 მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს დაფინანსება არასაკმარისად მიაჩნიათ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტში, სადაც ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კი განმარტავს, რომ განხილვების შედეგად, საბოლოო ვერსიაში ეს თანხა შესაძლოა ორმაგი რაოდენობით აისახოს. მისივე თქმით, წლევამდელ ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხა გათვალისწინებული საერთოდ არ იყო, თუმცა მთავრობამ 16 მილიონი ლარის მობილიზება მაინც მოახერხა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თავდაპირველად უნდა დაიგეგმოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები და დაფინანსების ოდენობაც ამის შემდეგ დაზუსტდება. გარდა ამისა, უწყებში ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით დახმარებას საქართველის USAID-იც გაუწევს. 

რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტში კი მიიჩნევენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.