ლევან დავითაშვილი კომისიის შემადგენლობაში კვლავ რჩება, თუმცა წევრის სტატუსით. სამთავრობო კომისიაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო რწმუნებულები სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში.
მთავრობის ამავე განკარგულებით, დამტკიცდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა.
წყარო: 1tv.ge