BASF-მა ცნობილი ამერიკული  აგროსაინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიების  კომპანია შეიძინა

გერმანულმა ტრანს ნაციონალურმა კომპანია BASF-მა  ხელი მოაწერა შეთანხმებას ამერიკის მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის  ულტრა თანამედროვე ციფრული აგროსაინფორმაციო ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანია ZedX-ი შეიძინა.
გარიგება მალე დასრულდება.  პირველ რიგში BASF-ი დაინტერესებულა ZedX-ის ციფრული მოდელირების სისტემებით, ამინდის პროგნოზის მცენარეთა დაავადებისა და მავნებლების გავრცელების თუ სხვა ფერმერებისთვის საჭირო ინფორმაციები ზუსტი მონაცემების საკუთარი მომხმარებლებისა და პარტნიორებისათვის მიწოდებით. მას, როგორც კომპანიის მესვეურნი აცხადებენ, უტყუარი ინფორმაცის გაანალიზებით დაეხმაროს ფერმერებს ზუსტი მონაცემებისა და რეკომენდაციების მიწოდებაში, სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდაში.

ამ შენაძენით, BASF-ი  აძლიერებს მონაწილეობას თანამედროვე სოფლის მეურნეობის ციფრული ტექნოლოგიების   მზარდ ბაზარზე.
„ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის უახლესი ინფორმაციების უზრუნველყოფისა და მოდერნიზების პროცესში. ჩვენ ვცდილობთ ციფრული ტექნოლოგიების თანამედროვე მიდგომებზე მორგებას და ამით ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს. ZedX ღრმა ცოდნა და გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით სოფლის მეურნეობის წარმოების დაგეგმვის, მოდელირების, პერსპექტიული მიმართულებების გაანალიზებაში დიდი სამსახურს გაგვიწევს, კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი მუშაობა, უფრო ინოვაციური პროდუქტები და მომსახურება მივაწოდოთ ფერმერებს “, – ამბობს BASF-ის მცენარეთა დაცვის ქვეგანყოფილების უფროსი ვიცე პრეზიდენტი იურგენ ჯგუფი.

ZedX  შტაბ-ბინა განთავსებული ქალაქ ბელფონტში (პენსილვანიის შტატი). კომპანიების სამწლიანმა თანამშრომლობამ უკვე საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. „ჩვენ ცოდნას მოდელირების სფეროში და კომპანია ბასფის ცოდნას ქიმიის სფეროში სოფლის მეურნეობასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებისთვის რეალური მოგება მოაქვს.

მაგალითად, ჩვენ შევიმუშავეთ მოდელი, რომელიც ამინდსა და გარემოს ზემოქმედების მონაცემებზე  დაყრდნობით განსაზღვრავს BASF-ის ჰერბიციდების და სხა პრეპარატების შეტანის ზუსტ დროსა და რაოდენობა, რათა მათი ეფექტიანობა მაქსიმალური, ხოლო გამოყენებული პრეპარატების ოდენობა მინიმალური იყოს, რაც, რასაკვირველია,  ზოგავს როგორც მეურნეობის დანახარჯებს, ისე იცავს გარემოს დაბინძურებისგან _ აცხადებს ZedX-ის დამფუძნებელი ჯო რუსსო.

კლიმატური პირობები, ნიადაგის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე მოქმედებს. ZedX-ის შეძენით BASF-ს  საშუალება ეძლევა დაეხმაროს ფერმერებს თავიანთი რესურსების უფრო ეფექტიანად და თამამად გამოყენებაში.

კომპანია BASF-ი  შემდგომი განვითარებისთვის ასევე მიიღებს ციფრულ პროგრამას _ ონლაინ-პლატფორმა Maglis-ს, რომელიც შარშან ამოქმედდა.

ციფრული ტექნოლოგიების გონივრულად გამოყენება სოფლის მეურნეობის და საერთოდ, ეკონომიკის ბევრ საიდუმლო  კარს გააღებს.

ZedX-ი ჩვენი კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლიც დაგვეხმარება მომხმარებელს  ინდივიდუალურ პირობებზე მორგებული რეკომენდაციები, კონსულტაციები,მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ფერმერებთან და გავზრდით გაყიდული პროდუქციის მოცულობა და _ დასძენს იურგენ გაფფი.

ინფორმაცია:

ZedX  (www.zedxinc.com) 1987 წლიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლების, ფერმერების, კონსულტანტების, უმაღლესი სასწავლებლების, სამრეწველო და სამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებზე ორიენტირებული IT პროდუქტების და ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების შემქმნელი წამყვანი დეველოპერი კომპანიაა. იგი  აღიარებული მსოფლიო ლიდერია ისეთ მოდულებს ქმნის, რომელიც ამინდის პროგნოზირების, მცენარეთა დაცვის, მავნებლების და მათთან   ბრძოლის ინტეგრირებული  სისტემის  მხარდასაჭერად დროსა და სივრცეში მასშტაბურ, ზუსტ გადაწყვეტილებებს ეფუძნება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე სოფლის მეურნეობისთვის.
Maglis (agriculture.basf.com/en/Crop-Protection/Decision-Support-Maglis.html) –  არის სოფლის მეურნეობის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მწარმოებლებს საშუალებას აძლევს: შეაგროვონ, დაახარისხონ, თვალყური ადევნონ და გააანალიზონ მეურნეობის სრულ მონაცემებისა ფართო სპექტრს, მიიღონ საუკეთესო აგრონომიული თუ მარკეტინგული გადაწყვეტილებები. პროგრამაში ჩართულია სამი პროდუქტი: პირველი აშშ-ს ბაზარზე ერთი წლის წინ დაინერგა, ორი კი ტესტირების პროცესის ბოლო ეტაპზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.