BAYER-ის დამატებითი აქტივების შეძენაზე შეთანხმებას BASF-მა ხელი მოაწერა

2017 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი შეთანხმების გარდა, BASF- მა ხელი მოაწერა ბაიერთან შეთანხმებას ახალი აქტივების შეძენაზე, რომელიც ბაიერისა და მონსანტოს გარიგების შესაბამისად იყო განსაზღვრული.

გაფართოებული შეთანხმება ითვალისწინებს:

_ ბაიერის მეთესლეობის მთელ ბიზნესს, რომელიც მოქმედებს გლობალური სასაქონლო ნიშნით Nunhems®;

_ თესლის გადასამუშავებლად საჭირო პროდუქტებს, რომელიც დღემდე ბაზარზე ბრენდ Poncho®, VOTiVO®, COPeO® и ILeVO®-ის ნიშნით იყიდება.

_ ჰიბრიდული სიმინდის R & D პლატფორმას;

_ ფერმერთა  თანამედროვე სრულ ციფრულ  პლატფორმა  xarvioTM-ს.

შეთანხმებაში ასევე შედის ბაიერის ბიზნესი ავსტრალიაში, გლიფოსატის საფუძველზე შექმნილ ზოგიერთი ჰერბიციდი , რომელიც ევროპაში უპირატესად სამრეწველო მიზნით გამოიყენება, რაფსის კვლევის  პროექტები და რიგი არასელექციური ჰერბიციდები და ნემატოციდები.

დამატებითი საწარმოების და აქტივების ფასი, რის შეძენაზე ბასფი დათანხმდა 1.7 მილიარდ ევროს აჭარბებს.

ეს ნასყიდობა ბასფსა და ბაიერს შორის 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების შედეგია, რამაც ბაიერის არასელექციური ჰერბიციდის ამონიუმის გლიუფოსატინის გლობალური პორტფელი მოიცვა, ასევე რიგი საკვანძო კულტურის თესლები და მათი კვლევის პროგრამები, რასაც სავაჭრო ნიშან LibertyLink®-ის სახელით იცნობს მომხმარებელი. ყოველივე ამ შეთანხმების წინასწარი ტრანზაქცია, დაახლოებით, 5,9 მილიარდ ევროს შეადგენს.

კომბინირებული გარიგების საერთო ღირებულება კი, სავარაუდოდ, 7,6 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

„ამ გარიგების წყალობით BASF გააფართოებს მცენარეთა დაცვის საშუალებების პორტფელს, გლობალურად ჩაერთვება მეთესლეობის ბიზნესში, გაააქტიურებს საქმიანობას მსოფლი აგრარულ ბაზარზე და უფრო საინტერესო და მიმზიდველი პარტნიორი გახდება ფერმერებისთვის _ აცხადებს  BASF SE-ის მმართველობის  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დოქტორი კურტ ბოკი.

ყველა შეთანხმების საბოლოო შედეგი დამოკიდებულია Bayer Monsanto-ს გარიგებაზე, რომლის დასრულება 2018 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

წყარო: news.agropages.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.