ბრიტანული კომპანია „Meiosis”-ი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს კენკროვანი კულტურების ახალ ჯიშებს გადასცემს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ბრიტანულ კომპანიასთან „Meiosis” ერთად საქართველოში კენკროვანი კულტურების ახალი ჯიშების გამოცდას იწყებს.

Meiosis”-ი კენკროვნების ბრიტანული, იტალიური და ფრაგული ჯიშების ნერგებს კვლევით ცენტრს გადასცემს, რომელიც სხვადასხვა რეგიონში მათ წინანსწარ გამოცდას განახორციელებს. საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან კარგად ადაპტირებული ჯიშების შესახებ ინფორმაციას ფერმერებს გააცნობენ.

ბრიტანული კომპანია საქართველოში კენკროვანი კულტურების სანერგის მოწყობასაც გეგმავს.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში ასევე იგეგმება ფერმერებისთვის კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანის კუთხით ტრენინგების და სემინარების გამართვა.