ბროწეულის ბრენდი _ „დამზადებული აზერბაიჯანში“ მთელ მსოფლიოში გაიყიდება

აზერბაიჯანის ბროწეულის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის მოუწოდებს აზერბაიჯანელ ბროწეულის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს  ორიენტირებულნი ნუ იქნებიან რუსეთის ბაზარზე და მათ დარგის პრიორიტეტებს უსახავს.

პირველ რიგში აუცილებელია  აზერბაიჯანში გაიზარდოს ბროწეულის მოსავლიანობა ისრაელის ფერმერთა მიღწევების დონემდე. ისრაელში ბროწეულს დიდ ფართობებზე არ აშენებენ და წელიწადში 60 000 ტონა საექსპორტო ბროწეულს აწარმოებენ, სადაც საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 35-40 ტონას შეადგენს.

მეორე. ბროწეულის და მისგან მიღებული სხვა პროდუქტების მწარმოებლებმა საექსპორტო პოტენციალი ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხარჯზე უნდა გაზარდონ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანული ბროწეული უკვე გადის ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში ავსტრალიიდან კანადამდე. ეს ბროწეულის წვენი და სხვა პროდუქტებია. ამიტომ ბროწეულის ექსპორტიორები არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ რუსეთის ბაზრით – აცხადებს გარაშოვი.

და ბოლოს, ფერმერებმა და მწარმოებლებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ სუბსიდიები და შეღავათები, მათ შორის ასოციაციის დახმარებით, რომლის მიზანია, დაეხმაროს აზერბაიჯანელ აგრარიკოსებს, ვინც დაინტერესებულა ბროწეული  ან ბროწეულის პროდუქტი აწარმოოს და გაიტანოს ექსპორტზე. ამით ისინი თავის მხრი ხელს შეუწყობენ და დაეხმარებიან აზერბაიჯანის მთავრობას ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, ბროწეულის ბრენდი _  „წარმოებულია აზერბაიჯანში“ მთელ მსოფლიოში  გავრცელდეს და საერთაშორისო ბაზარზე კუთვნილი ღირსეული ადგილი დაიკავოს.

წყარო: www.freshplaza.com)