ჩანდლერის უხვმოსავლიანი კაკლის ნერგები

ჩანდლერი (Chandler) ჩვენში დღეს ყველაზე პოპულარული კაკლის  ჯიშია. ეს სახეობა, ამერიკაში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერ-სელექციონერებმა გამოიყვანეს, ბოლო წლების განმავლობაში უხვმოსავლიანობის და კაკლის შესანიშნავი ხარისხის გამო იგი მთელს მსოფლიოში ფერმერებისთვის ყველაზე მიმზიდველი კაკლის ჯიში გახდა.

მოსავლიანობა: ჩანდლერის ჯიში უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. იგი საშუალო სიდიდის ვარჯის უხვმსხმოიარე ჯიშებს განეკუთვნება და მისი გვერდითა ტოტების 90% მოსავლიანია, რაც სახეობის ზოგად მოსავლიანობას ზრდის.

ნერგები დარგვიდან სამი წლის შემდეგ უკვე მოსავალს იძლევა.

კაკლის ხარისხი: ჩანდლერის კაკალი დიდი ზომის ნაყოფს ისხამს, რომელსაც თხელი ნაჭუჭი და ღია შეფერილობის გული აქვს. ნაჭუჭის სისქე და ნიგვზის შეფერილობა ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კაკლის გასაყიდი ფასის დასადგენად. როგორც წესი, კაკალს, რომლის გულს შედარებით ღია შეფერილობა აქვს, უფრო მაღალ ფასად ყიდიან. ასეთი კაკალი იოლად ტყდება და გული ნაჭუჭს მარტივად სცილდება.

ჩინდლერის კაკლის ვარჯის ზომა: ჩანდლერი შედარებით სწრაფად იზრდება და მისი ვარჯი ოდნავ დახრილია. კარგად ხარობს მჭიდრო _ 7X5მ. სქემით გაშენებულ ბაღში.

 ჩანდლერის კაკლის მოსავლიანობა: ჩანდლერი ნაყოფს ძალიან ადრეულ ასაკში ისხამს. ორწლიანი ნერგების გაშენების შემთხვევაში დარგვიდან ერთ წელიწადში მოგცემთ პირველ ნაყოფს. თუმცა, ნარგავის ენერგიის დასაზოგად და შემდგომ წლებში მისი პროდუქტიულობის გასაზრდელად, უმჯობესია პირველი სამი წლის განმავლობაში გამოტანილი ნაყოფი ხეს მთლიანად მოსცილდეს. სამი წლის შემდეგ შესაძლებელია ნაყოფის აღება და გაყიდვა.

ნაყოფი ყალიბდება მტევნის ფორმით, აქვს ოვალური, გლუვი ზედაპირი, რომლის წონაა 14-16 გრამი, ხოლო ზომა _ 34-40 მმ. აქვს კარგად ჩამოყალიბებული, ღია ფერის, სასიამოვნო გემოს გული, რომლის საშუალო წონა 6.5 გრამია.

პოტენციური მოსავლიანობა ჰექტარზე 4-5 ტონა მშრალ კაკალს შეადგენს.

გვიანყვავილობის გამო საგაზაფხულო წაყინვები, მას ნაკლებად უქმნის საფრთხეს.

 

ჩინდლერის კაკალი სიცხე და გვალვაამტანი ჯიშია, კარგად იტანს დაავადებებს. ითვლება მაღალხარისხიან სანაყოფე ჯიშად, რის გამოც მას მთელს მსოფლიოში აფასებენ.

ჩენდლერის ჯიშის კაკალი მშვენივრად ადაპტირდება სანაყოფე შპალერებზე, სადაც მცენარეთა შორის დაცილება 7-8 მეტრია, ხოლო რიგებს შროის მანძილი 4 მეტრი. ამ სისტემის მიხედვით სანაყოფე ტოტები მაგრდება საყრდენ სტრუქტურაზე, რომელიც რიგის გასწვრი ერთგავრ კედელს ქმინს. ასეთი კაკლის ბაღი უფრო მექანიზებული მოვლისთვის კეთდება.

რა უნდა ვიცოდეთ ჩანდლერის ჯიშის კაკალზე?

  1. ჩანდლერის ჯიშის კაკალი 1978 წელს აშშ-ში გამოიყვანეს.
  2. ზრდასრული ჩანდლერის ჯიშის კაკალი საშუალოდ 40-45 კგ. კაკალს იძლევა.
  3. ჩანდლერი 3 წელიწადში უკვე იწყებს ნაყოფის მოცემას
  4. ნაყოფის მოცემის სრული ფაზა იწყება მე-8 წლიდან.

ნერგებისთვის დაუკავშირდით მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ, № 140 გ

ტელ: 577 600 801; 577 600 820; 577 211 771