ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტისათვის სტარტეგიული ბაზარია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა“ (The 94th China Food & Drinks Fair) გაიმართა, სადაც მასშტაბურად იყოწარმოდგენილი ქართული ღვინო. გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი სამანიშვილი დაესწრო, რომელმაც ჩინეთში ვიზიტის დროს შეხვედრები გამართაადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
აღნიშნული გამოფენა 1955 წლიდან ტარდება და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენადჩინეთში. მასში ყოველწლიურად მონაწილეობს ათეულ ათასობით ვიზიტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საუკეთესო საშუალებას იძლევა, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე.
ჩენგდუს გამოფენა განსხვავებულია თავისი ფორმატით და ტარდება ორ ეტაპად. პირველინაწილი, გაიმართა 20-23 მარტს ერთ-ერთ სასტუმროში, რომელსაც დაესწრნენ მხოლოდკომერციული პირები: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სასტუმროებისა და რესტორნებისწარმომადგენლები. 24-26 მარტს კი გამოფენამ გადაინაცვლა ძირითად საგამოფენო სივრცეში. აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობას იღებდა 15 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „ბატონო“, „თელიანი ველი“, „დუგლაძეების ღვინისკომპანია“, „ასკანელი ძმები“, „ქართული ღვინის სახლი“, „შალვინო“, „ბაგრატიონი 1882“, „მეღვინეობა ხარება“, „ქიმერიონი“, „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „ვაზიანი კომპანი“, „კორპორაციაქინძმარაული“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW).
ქართული ღვინო მარტის თვეში ასევე წარმოდგენილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Tenth China International Wine Fair (CIADE 2016)“, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სახელითმონაწილეობდა.
ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით ერთ-ერთი სტარტეგიული ბაზარია. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით – ექსპორტის ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, სულ ექსპორტირებული იყო 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).
წყარო:http://georgianwine.gov.ge