ჩინეთში ხეების დარგვის და ტყეების გაშენების პროცესში 60 000 ჯარისკაცი ჩაერთვება

წლეულს ჩინეთის არმია ირლანდიის ტერიტორიის მოცულობის ფართობზე დარგავს ნერგებს და  ტყეს გააშენებს.

2017 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ტყეების განახლების უმსხვილესი პროექტის გეგმა, რომელიც 2018 წელს 7 მილიონ ჰექტარამდე ახალი ტყის გაშენებას ითვალისწინებს, ეს, დაახლოებით ირლანდიის ტერიტორიის ტოლია.

ამ მიზნის მისაღწევად ჩინეთი გამოყოფს 60 000-ზე მეტ ჯარისკაცს, რომლებიც ტყის გაშენების პროექტში ჩაერთვებიან.

Asia Times-ის ცნობით, ჩინეთის სახალხო-გამათავისუვლებელი არმიის დიდი პოლკი ეროვნულ პოლიციასთან ერთად უკვე შეუდგნენ დასახული ამოცანის შესრულებას. არმიის დიდი ნაწილი გაემართა ძალიან დაბინძურებული ხუბაის სამრეწველო რეგიონისკენ, სადაც ტყით დაკავებული ტერიტორიის ფართობი 2010 წლის ბოლომდე 35%-ით უნდა გაიზარდოს.

ჩინეთის სახელმწიფო სატყეო ადმინისტრაცია მიისწრაფის მთელს ქვეყანაში გაზარდოს სამუშაოების ტემპი და 2020 წლის ბოლომდე 23 %-ით, ხოლო 2035 წლამდე 26 %-ით გაზარდოს ტყით დაფარული ტერიტორიების ფართობი.

წყარო: ecoinventos.com