საგრანტო პროექტების უქმად წერიდან ჩირის საშრობ ხელნაკეთ დანადგარ ,,ენლილი-1“-მდე

_ ხელნაკეთი საშრობი დანადგარის  კომპიუტერული სისტემა უზრუნველყოფს ტენიანობის კონტროლს, თბილი და და გრილი ჰაერის სინქრონულ დაქროლვას, რაც საუკეთესო გარემოს იძლევა ჩირის საწარმოებლად.
რამდენიმე პროექტის დაწერის შემდეგ, დაწყებული „აწარმოე საქართველოში“, დამთავრებული ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსით მოვსინჯე ყველა, თუმცა ზოგისგან უარი მივიღე, ზოგისგან პასუხიც არ მომსვლია _  გვიამბობს ფეისბუქმომხმარებელი ბადრი ცუცქირიძე _  ვიფიქრე, არ არის ეტყობა პროექტების წერა ჩემი საქმეთქო და ის იყო, იმედგაცრუებას უნდა შევრიგებოდი, რომ უცებ საინტერესო აზრმა გამიელვა თავში _ თავად ხომ არ მეცადა საშრობი დანადგარის აწყობა?!

რატომაც არა!

დავიწყე ინტერნეტში სხვადასხვა საშრობის მოდელების მოძიება, შემდგომ გავაკეთე ჩემთვის მისაღები სიდიდის დანადგარის ნახაზები, ცოტ-ცოტა აეროდინამიკასა და ელექტროობის საფუძვლებში, მასალების თბომედეგობასა და კიდევ სხვა წვრილმანებშიც გავერკვიე.

მოკლედ, საინტერესო გართობა და თავგადასავალი გამოვიდა, და საკუთარ თავსაც დავუმტკიცე – მე შემიძლია!

ენლილი“ შუმერულ ჰაერის ღმერთს ერქვა, რომელიც შემდგომ საყოველთაო ღმერთად აღიარეს.

ხილის სეზონი დგება, ჰოდა დავიწყებ აქტიურ ტესტირებას, დადებითი პარამეტრების გამოვლენის შემთხვევაში არ გამოვრიცხავ პროდუქტის დაპატენტებას და წარმოებას.

მადლიერი ვარ თითოეული უარისთვის! _ ასრულებს საკუთარი ინვესტიციით დაფინანსებულ პროექტზე, ბატონი ბადრი.

დაველოდოთ რა შედეგს მიაღწევს. დარწმუნებული მის წარმატებაში, რის შესახებაც აუცილებლად მოგითხრობთ.