ჩვეულებრივი კობრი

კობრისებრთა(რუს.Карпообра́зные;ლათ. Cypriniformes) ოჯახი მრავალი სახეობის თევზს აერთიანებს. თუმცა, ამჯერად გავეცნოთ ამ ოჯახის მთავარ წარმომადგენელს – კობრს.

კობრი მტკნარი წლის თევზია. იგი ფართოდაა გავრცელებული აზიის, ევროპის და ამერიკის ტბებსა და მდინარეებში. კობრის “ფესვები” აზიიდანაა(თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიიდან) საიდანაც გავრცელდა თითქმის მთელ მსოფლიოში.

მდინარე დუნაის დელტაში, ადამიანთა ნასახლარის არქეოლოგიური გათხრებისას , 2000 წლის წინანდელი, ველური კობრის(რუს.сазан)ნარჩენებია აღმოჩენილი. ასევე, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში აღმოჩენილია, რომაელთა მიერ, სპეციალურად კობრის მოსაშენებლად აგებული დიდი ფართობის და ტევადობის ტბორები. იმ პერიოდიდან დღემდე, კობრის მოშენება, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მაღალრენტაბელური და მომგებიანი დარგია. შესაბამისად, დიდი ისტორია აქვს კობრის ხელოვნურ სელექციასაც. ევროპაში, თევზის ამ სახეობის მოშინაურებას და სელექციას, განსაკუთრებით მე13 – მე16 საუკუნეებში, ხელი შეუწყვეს ბერებმა და სამონასტრო ცხოვრებამ. ამასთან, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებში(ევროპიდან იაპონიამდე)გამოყვანილია კობრის მრავალი ჯიში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან დანიშნულებით და ვიზუალურადაც. ძირითადად არსებობენ შინაური კობრის(კულტურული ფორმის) დეკორატიული და მეხორცული ჯიშები.

ასევე, დაფიქსირებულია უკუპროცესები, ანუ როცა კობრის მოშინაურებული, გაკულტურებული ფორმები ხვდებიან(სხვადასხვა მიზეზებით) ველურ გარემოში და იბრუნებენ ველური კობრის ფორმებს და სხვა ვიზუალურ თუ ქცევით ნიშნებს.

a387b051a984.jpg

ველური კობრი, ჩვეულებრივ უფრო თხელია(ვიწროა)ვიდრე მისი მოშინაურებული ფორმა. მისი სხეულის სიგრძე ოთხჯერ მეტია სიმაღლეზე და ტორპედოს ფორმას წააგავს. შეფერილობა მოყვიტალო ოქროსფერი. ზრდის და წონაში მატების ტემპით, ისინი თითქმის ორჯერ ჩამოუვარდებიან კობრის კულტურილ ფორმებს და ვერ აღწევენ მათ ზომებამდე.

შინაური კობრი კი, მრავალწლიანი სელექციის შედეგად, შეიძლება გაიზარდოს 120-125სმ-დე და წონით კი 40-45კგ-დე.

ამ მონაცემებთან შედარებით, ველური კობრი 20-33%-ით ნაკლებ ზომა-წონას აღწევს. თუმცა, ეს უკანასკნელი, თევზაობის დროს მეტად ფრთხილია, გამოყვანისას კი გაცილებით ღონიერი და აქტიური.

კობრს ახასიათებს გარემო პირობებისადმი ადვილად შეგუების უნარი. ამასთან, ბუნებრივ პირობებშიც კი ეტანება წყნარ ან მდორე დინების მქონე მონაკვეთევს, ყურეებს. როგორც სხვა ქარავნული თევზები, კობრიც ჯგუფებად(5ან მეტი ეგზემპლარი)გადაადგილდება. მას შეუძლია იცოცხლოს

3-დან 35°C-ის ტემპერატურის წყალში, აქტიურობის პიკს აღწევს 23-დან 30°C-დე და ქვირითობს 18-დან 29°C-დე წყლის ტემპერატურაზე.

კობრი ადვილად ძლებს წყალში ჟანგბადის შემცველობის დაბალი დონის დროსაც კი. ასევე შედარებით ადვილად გადააქვს მკაცრი ზამთრის პირობებიც, მთავარია რომ ყინულის ქვეშ ცოტაოდენი წყალი მაინც იყოს დარჩენილი.

კობრი ძირითადად იკვებება ფსკერიდან და მის რაციონში შედის თითქმის ყლელაფერი: წყალმცენარეები, ზოპლანქტონი, უხერხემლოები, კიბოსნაირები, პატარა ამფიბიები და ლიფსიტები, მოლუსკები, ყველანაირი ჭიები, წყალში ჩავარდნილი კენკროვანი და სხვა ხილი, ლეში და სხვა.

გამრავლება

სქესობრივ მომწიფებას მამრი კობრი აღწევს 3 წლის ასაკში, ზომით 29დან -36 სანტიმეტრამდე; ხოლო მდედრი 3-5 წლის ასაკში, ზომით 34დან-45 სანტიმეტრამდე. როგორც ზემოთ აღვნიშნე წყლის 18დან-29°С ტემპერატურაზე კობრი ქვირითობს. ამ დროს ის მასიურად, ჯგუფურად გადის თავთხელში, უმეტესად გაბალახებულ ადგილებში, სიღრმით 40დან-50 სანტიმეტრამდე. საქვირითოდ გასული თითოეული ჯგუფი შედგება ერთი მომწიფებული მდედრისაგან და რამოდენიმე(საშუალოდ სამი)მამრისაგან. როგორც წესი ქვირითობა იწყება საღამოობით და დილამდე გრძელდება. მიმდინარეობს ხმაურით, კუდის ტყლაშუნის ხმით. კობრის ერთ მდედრ ეგზემპლარს შეუძლია ერთ მილიონამდე(სეზონზე) ქვირითის დაყრა. განაყოფიერებული ქვირითი მწიფდება 3-4 დღეში.