CRISPR-ის სასარგებლოდ MONSANTO გენმოდიფიცირებაზე უარს ამბობს
Monsanto ახალ ამერიკულ კომპანიას აფინანსებს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების CRISPR-ის ტექნოლოგიით განვითარებაზე სპეციალიზდება, ეს ტექნოლოგია ცნობილია არა გენების მოდიფიცირებით, არამედ _ რედაქტირებით, რამაც საშუალება მისცა კომპანიას, მსოფლიოში თესლის უმსხვილესი მწარმოებელი გამხდარიყო.
მონსანტოს ვიცე პრეზიდენტი და გლობალური ბიოტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი ტომ ადამსი, თანამდებობას დატოვებს და მიმდინარე წლის აპრილიში ახალ კომპანიას ჩაუდგება სათავეში.
მონსანტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა დააჩქარებს მსოფლიოში ახალ კომპანიებს შექმნასა და მეცნიერების მომზადებას, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების სელექციას და თესლის წარმოებას გენების რედაქტირებით დაიწყებენ, სადაც აღარ იქნება GMO _ უცხო ორგანიზმების დნმები.
ტრადიციული GMO-სგან განსხვავებით, როცა ერთი მცენარის გენში შედის სხვა ორგანიზმების გენები, CRISPR-ი ტექსტური პროცესორის მსგავსად ერთი სახის სიმბოლოების მოძიების და მათი სასურველით ჩანაცვლების პრინციპით მუშაობს.
სისტემა ეძებს და პოულობს გენს, ცვლის _არედაქტირებს ან უბრალოდ, შლის მას.
წყარო:reuters.com