დაავადებათა კონტროლის ცენტრი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

1. გამოიყენეთ კარის ბადეები;
2. გაიტანეთ ყველანაირი მცენარე თქვენი საცხოვრებლიდან, რადგან მცენარეები განსაკუთრებულად იზიდავენ მავნებელს;
3. ეცადეთ დალუქოთ ყველა ბზარი, ნაპრალი და მავნებლის შემოსასვლელი ალტერნატიული ადგილები;
4. თუ თქვენ სახლს აქვს ბუხარი, დახურეთ მისი საკვამური;
5. ფაროსანას შენობიდან მოსაშორებლად, შესაძლებელია, მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მტვერსასრუტს ექნება არასასიამოვნო სუნი.
6. შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა – ღამით, საპნიანი წყლით სავსე ჯამის თავზე, მოათავსეთ ნათურა;
7. აეროზოლის ტიპის ინსექტიციდების გამოყენებით შესაძლებელია ნაპრალებში და ბზარებში არსებული მავნებლების განადგურება. თუმცა, მსგავსი აეროზოლები არ უზრუნველყოფენ მწერისგან გრძელვადიან დაცვას. დახურულ სივრცეებში ინსექტიციდების გამოყენებისას დარწმუნდით, რომ მათი გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხოა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოქალაქეებს, რომ აზიური ფაროსანა არ არის დაავადების გადამტანი და არ იწვევს ფიზიკურ ზიანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.