დაკრეფილია 16 000 ტონაზე მეტი ატმისა და ვაშლატამასა

საქართველოში ატმის და ვაშლატამას მოსვლის აღება შეურფერხებლად მიმდინარეობს, უკვე დაკრეფილი მოსავლის რაოდენობა 16 000 ტონაზე მეტია, აქედან, 6 000 ტონაზე მეტი ექსპორტირებულია, ამის შესახება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილმა მოსავლის აღების მიმდინარე პროცესის თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაეცნობის დ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრის შემდგ განაცხადა.

„წელს მოსავალი კარგია და კრეფის პროცესიც შეუფერხებლად მიდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რაც ფერმერებს უადვილებს ჩაბარების და ექსპორტზე გატანის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა გაზრდილია და ფერმერები საბაზრო ფასითაც კმაყოფილები არიან”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

დღეისათვის კახეთის რეგიონში 9 სამაცივრო მეურნეობა აქტიურად ფუნქციონირებს. სოლომონ პავლიაშვილი ატმისა და ვაშლატამას მიღება-დაბინავების პროცესს გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში არსებულ მიმღებ პუნქტში და სამაცივრო მეურნეობაში „Champion Plus” გაეცნო. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ მეურნეობას 600 ტონამდე ატამი აქვს მიღებული.

სოლომონ პავლიაშვილმა კახეთში ყოფნის დროს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში დავით ნაპირელის ფერმერული მეურნეობაც დაათვალიერა. ფერმერს სხვა ჯიშებთან ერთად, საადრეო ატმის ბაღიც აქვს, საიდანაც მოსავალს ივნისის თვეში იღებს და ექსპორტზე გააქვს.