დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 1000 ტონაზე მეტი ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას საბითუმო ფასი, მინიმალური 0.7 ლარი, ხოლო მაქსიმალური 1.5 ლარია.
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურებები.
კლიმატური პირობებიდის გამო წლეულს საქართველოში ატმის მოსავლის აღება დაგვიანებით დაიწყო, რამაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი განაპირობა. შარშან, ამავე პერიოდისთვის უკე 2000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა იყო ქსპორტირებული.
ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად ეხმარება ფერმერებს ინფორმაციის მოპოვებასა და ხილის რეალიზაციაში.