„დიდი ნახტომი ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად“ – როგორ მიმდინარეობს ბორდოში ქართული გამოფენა

„ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მიმდინარე გამოფენაზე ქართულ ღვინის მიმართ ინტერესი დიდია“, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოფენას „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ ყოველდღიურად ასეულობით დამთვალიერებელი სტუმრობს.

„გამოფენას პირველივე დღეს რამდენიმე ასეული დამსწრე ჰყავდა. ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ყოველდღიურად ათასამდე სტუმარი მიდის და ასევე ქართულ გამოფენას 500-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. როგორც იცით, გამოფენას ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს და მათ საკუთრებაში არსებული სხვადასხვა არტეფაქტებია გამოფენილი, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას შეეხება“, – აღნიშნა სამანიშვილმა.

მისი თქმით, ვიზიტორების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდია: „ამ გამოფენის დათვალიერების შემდეგ, ყველა ვიზიტორს აქვს საშუალება სადეგუსტაციო დარბაზში ქართული ღვინო დააგემოვნოს. გამოფენაზე რამდენიმე ასეული კომპანიის ღვინოა წარმოდგენილი. ვიზიტორი ჯერ ღვინის კულტურას ეცნობა, შემდეგ გემოს უსინჯავს. ადგილზე მოსული დამთვალიერებელი ქართული მეღვინეობის კულტურას ნაკლებად იცნობს, მაგრამ მათი მხრიდან ქართულ ღვინის მიმართ ინტერესი დიდია“.

სამანიშვილის თქმით, საქართველოს მონაწილეობა ასეთ გამოფენაში ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო მეღვინეობამ ქვეყანა უკვე დააფასა. სამომავლოდ კი ეს ქართული ღვინის კულტურისა ცნობადობის ამაღლებას და ექსპორტის გაუმჯობესებას მოემსახურება.

„ღვინის ცივილიზაციის ცენტრი არის ღვინის კულტურის ყველაზე თანამედროვე მუზეუმი მსოფლიოში. ბორდო კი მსოფლიო მეღვინეობის დედაქალაქად მიიჩნევა. ასე რომ, იქ ქართული ღვინის კულტურის წარმოჩენა უკვე კარგი შედეგია და მიანიშნებს იმას, რომ საქართველო უკვე აღიარებული იქნა, როგორც საინტერესო და გამორჩეული მეღვინეობის ქვეყანა. დამატებით კი იძლევა ძალიან კარგ საშუალებას, რომ ამ წარმატების შესახებ ინფორმაცია გავიდეს იმ ახალ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო შედის და ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე. ასევე, მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რომ საქართველო არის ასეთი დაფასებული ქვეყანა მსოფლიო მეღვინეობის მიერ. ეს არის ძალიან დიდი ნახტომი ქართული ღვინის ცნობადობის და იმიჯის გასაზრდელად, რაც ექსპორტზე დადებითად აისახება“, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin,გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და  4 თვეს გაგრძელდება.

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრშიმევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და  ღვინის ცივილიზაციის მუზეუმისსაპატიო მასპინძელი იქნება.

გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული  ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდაოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიეროკონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც წარუძღვებიან მსოფლიოში აღიარებული  ღვინის ექსპერტები.

თანამედროვე მსოფლიოში ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად  6 მილიონზე მეტტურისტს მასპინძლობს.

ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ.მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

წყარო: http://commersant.ge/?view=post&id=130098&lang_id=ge