დიდმა ბრიტანეთმა  ჰოლანდიური ინტენსიური სასათბურე სოფლის მეურნეობის მოდელი უნდა გადაიღოს

ასე მიაჩნია Shadow Defra-ას ოპოზიციურ პარტიის თავმჯდომარეს.

Shadow Defra-ის მდივნის ქალბატონი სიუ ჰეიმანის თქმით, ბრიტანეთის მებაღეობის ინდუსტრიამ ჰოლანდიელების გამოცდილება უნდა გაიზიაროს და ბრექსიტის შემდეგ ინტენსიურ სასათბურე სოფლის მეურნეობაზე გადაეწყოს.

ქალბატონი ჰეიმანი ამბობს, რომ მართალია ის ეთანხმება მთავრობის, რომ უნდა გაძლიერდეს მუშაობა გარემოს დაცვის და გაჯანსაღების მიმართებით, მაგრამ აუცილებელია სასათბურე მემცენარეობის წარმადობის გაზრდის მხარდაჭერა.

„ჩვენი სასოფლო-სამეურნეო წარმოება ბოლო 40 წლის განმავლობაში შემცირდა. ჩვენ დღეს რა რაოდენობის საკვებსაც მოვიხმართ, იმის მხოლოდ 60% ვაწარმოებთ.

სამაგალითოდ ქალბატონმა ჰეიმანმა ნიდერლანდები დაასახელა, რომელიც მოცემულ მომენტში ნამდვილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ გიგანტად იქცა. ბევრი  სასათბურე კომპლექსები 175 აკრია (ფართობის საზომი ერთეული = 4046,86 კვ.მ.) გაშენებული და შეიძლება ორიენტირად გამოგვადგეს, როგორი უნდა იყოს ბრიტანეთის მომავლის სოფლის მეურნეობა.

წყარო: www.farminguk.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.