„ენერგენი“ _ ენერგია ხორბლის უხვი მოსავლის მისაღებად

ბოლო პერიოდში გააქტიურებულმა კლიმატურმა ცვლილებებმა მარტო ეკოსისტემას კი არა მოსახლეობის სურსათით უწყვეტ უზრუნველყოფასაც კი შეუქმნა საფრთხე.

ამიტომ  საჭირო გახდა მცენარეთა ისეთი ჯიშების გამოვლენა, რომლებიც უფრო გამძლეა კლიმატური ცვლილებებისადმი, იძლევა უხვ მოსავალს და უსაფრთხო იქნება ადამიანის  ჯანმრთელობისთვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერები სელექციის გარდა, მუდმივად ცდილობენ შექმნან და გააუმჯობესონ  ისეთი ბიოდანამატები, პრეპარატები, რომელიც დაეხმარება მცენარეს მეტად გამძლე იყოს სტრესული მოვლენების: გვალვის თუ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ.

ხორბლის მარცვალი შეიცავს ადამიანისთვის შეუცვლელ ამინის მჟავებს, რომელთა გამომუშავება ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია, ამიტომ პური ადამიანთა მოდგმის საარსებოდ უმნიშვნელოვანესი პროდუქტია.

ახალმა ეკოლოგიურმა გარემომ, აგროკლიმატურ არეალთა საზღვრების ცვლილებებმა, მოითხოვა  სასოფლო-სამეურნეო წარმოების ახალი მიდგომები, ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისადმი ახლებური ხედვის აუცილებლობა. დაკორექტირდა მცენარეთა მოვლა-მოყვანის ჩვენთვის დღემდე ცნობილი და დამტკიცებული აგროტექნიკური ვადები, გადაიხედა აგროტექნიკური ღონისძიებები, აუცილებელი გახდა ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა.

ამ მხრივ მარცვლეული მწარმოებელი ფერმერებისთვის, და არა მარტო მათთვის, ძალზე საინტერესო პრეპარატია ჩეხი მეცნიერების მიერ შექმნილი ორგანულ-მინერალური სასუქი „ენერგენი“, რომელიც სხვადასხვა კულტურებში გამოიყენება და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ ზრდა-განვითარებას და საბოლოო ჯამში მოსავლიანობას.

დღეს ამ პროდუქტს საშემოდგომო მარცვლეული კულტურების ჭრილში განვიხილავთ. იგი უკვე იცდება საქართველოში და შედეგსაც ძალიან კარგს იძლევა.

„ენერგენი“ ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ-მინერალური სასუქია, რომელიც წყალმცენარეების ნივთიერებებსაც კი შეიცავს და ცვლის თანამედროვე მიწათმოქმედების და მემცენარეობის კლასიკურ მიდგომებს.

პრეპარატი შეიცავს ჰუმინო და ფულკო მჟავებს, მათ მარილებს, მიკროელემენტებს, რაც აუცილებელია მცენარისათვის.

როგორ მოქმედებს პრეპარატი:

_ მცენარეს ეხმარება აზოტის ათვისებაში და მის გადამუშავებაში;

_ მაქსიმალურად აძლიერებს თესლის გაღვივების და აღმოცენების უნარს;

_ მაქსიმალურად ზრდის მარცვლეულის მოსავლიანობას;

_ 10-15%-ით ამცირებს თესვის ნორმას;

_ ბიძგს აძლევს ნიადაგში მძლავრ, გაშლილ ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საშუალებას აძლევს მცენარეს უკეთესად აითვისოს ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებები და წყალი;

_ ხელს უწყობს მარცვლეულის ძლიერი, ნაყოფისმომცემი ღეროს ჩამოყალიბებას და  თავთუნების რაოდენობის ზრდას;

_ ხელს უწყობს მცენარეს სტრესის (დაბალი და მაღალი ტემპერატურა, გერბიციდების და ფუნგიციდების ფონი) დაძლევაში;

_ ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას, ებრძოლოს დაავადებებს და მავნებლებს;

_ ზრდის ნაყოფის ხარისხს და შენახვის ვადას.

„ენერგენის“ მწარმოებელი ჩეხური კომპანიის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში _ საქართველოში შპს „ენერგენ  კავკასიაა“, რომელიც აქტიურად იწყებს მუშაობას, რათა ჩვენს ფერმერებს შესთავაზოს და დაეხმაროს ამ  მეტად სასარგებლო პროდუქტის დანერგვაში.

კომპანია პირველ ეტაპზე ფერმერებს ხორბლის დიდი ფართობების ენერგენით დამუშავებას არ სთავაზობს. მათ სურთ ფერმერებმა ჯერ მცირე ნაკვეთებზე გამოსცადონ პრეპარატი და აი, როცა „ენერგენის“ ეფექტიანობაში დარწმუნდებიან, უკვე შეგვიძლია უფრო აქტიური და სერიოზულ პარტნიორულ ურთიერთობა დავამყაროთო, ამბობენ კომპანიაში.

დღემდე უკვე საქართველოსი რამდენიმე ფერმერმა და მემარცვლეობის კომპანიამ გამოსცადა ინოვაციური სასუქი _ „ენერგენი“. მათ  შორის ერთ-ერთი მეთესლეობის კომპანია  „ლომთაგორაა“.

კომპანია „ლომთაგორა“ ორ ათეულ წელიწადზე მეტია მარცვლეული კულტურების მეთესლეობას ეწევა საქართველოში, გამოყვანილი და დარეგისტრირებული აქვს რადენიმე უხვმოსავლიან ხორბლის და სიმინდის ჯიშები. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მეთესლეობის საერთაშორისო ორგანიზაციებთან „სიმიტთან“, „იკარდასთან“ და სხვებთან, აქ სიახლეებს ძალიან აქტიურად განიხილავენ და გადაწყვეტილებას მაშინ იღებენ, როცა ახალი ტექნოლოგიის ეფეტიანობაში რწმუნდებიან.

ლომთაგორამ უკვე გამოსცადა პრეპარატი „ენერგენი“ და საკმაოდ კარგი შედები, ჰექტარზე 11 ტონა ხორბალი აიღო https://agronews.ge/heqtarze-11-tona-khorblis-mosavali-_-lomthagoras-upretsendento-mightseva/, ამიტომ „ენერგენის“ გამოყენებას კომპანია წლეულს უფრო დიდ ფართობზე გეგმავს.

როგორც კომპანიის მეხორბლეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ცნობილი მეცნიერი და პრაქტიკოსი ირაკლი რეხვიაშვილი აღნიშნავს ამ ეტაპზე ფირმა ლომთაგორაში პრეპარატ ენერგენით დამუშავებული ხორბლის თესლი 11 ჰექტარზე დაითესა, შემდეგ ვეგეტაციის პერიოდში გაზაფხულზე ფოთლოვანი გამოკვების მიზნით პრეპარატი კიდევ  ორჯერ იქნა შეტანილი ხორბლის ნათესში.

შედეგი თვალსაჩინო აღმოჩნდა, ხორბალმა ვეგეტაციის დასრულებამდე  მაქსიმალურად შეინარჩუნა სიმწვანე, ე.ი ფოტოსინთეზი აქტიურად მიმდინარეობდა, რაც მარცვლის ხარისხზე და მოსავლიანობაზეც აისახა.

კომპანიამ 11 ჰექტარზე საშუალოდ 110 ცენტნერი 11 ტონა მაღალხარისხიანი ხორბალი აიღო, რაც არა  მარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ქვეყანაშიც უპრეცენდენტო შემთხვევაა.

„ენერგენმა“ საუკეთესოდ იმუშავა.

კომპანია მიმდინარე სეზონისთვის საგანგებოდ მოემზადა და წლეულს პრეპარატ „ენერგენით“ დამუშავებული ხორბალი გაცილებით დიდ ფართობზე დაითესება და ნათესი გაზაფხულზე ყველა იმ ტექნოლოგიური რეკომენდაციის მიხედვით დამუშავდება, რასაც მომწოდებელი კომპანია „ენერგენ კავკასია“ გვთავაზობს. იმედი გვაქვს შედეგი ისეთივე საუკეთესო და უკეთესი იქნება, როგორც გასულ სეზონზე გვქონდა.

 დაგვიკავშირდით, ტელ: 551 22 37 39