„ენერგენის“ დახმარებით ლომთაგორამ შარშანდელი რეკორდი გააუმჯობესა _ ჰექტარზე 12 ტონაზე მეტი ხორბალი მოიწია

ბოლო რამდენიმე წელიწადია ფირმა ლომთაგორა ორგანო-მინერალურ პრეპარატ „ენერგენს“ იყენებს და ხორბლის სარეკორდო მოსავალი მოჰყავს; წლეულს აქ შარშანდელი შედეგი გააუმჯობესეს და ჰექტარზე 12 ტონამდე მარცვალი მოიწიეს, რაც ქვეყნისთვის უპრეცედენტო მაჩვენებელია.

რა განაპირობებს კომპანიის ასეთ მნიშვნელოვა წარმატებას?

შარშან კომპანიამ ხორბლის მოვლა- მოყვანის სრულიად ახალი ტექნოლოგია დანერგა და ჩეხური წარმოების ორგანო-მინერალური პრეპარატი „ენერგენი“ გამოიყენა.

ენერგენი ორგანო-მინერალური სასუქია, რომელც ხელს უწყობს მცენარის ზრდის სტიმულირებას და მინერალებით გამდიდრებას.

პრეპარატ ენერგეში შემავალი ჰუმინური ნაერთები გამდიდრებულია ზღვის მცენარეებისგან მიღებული ორგანული ნივთიერებებით, რაც მას განსაკუთრებული თვისებებს სძენს.

აგროფირმა „ლომთაგორაში“ შარშან მიღებული შედეგების გაანალიზების შემდეგ გადაწყდა, რომ აღნიშნული პრეპარატი უფრო ვრცელ ფართობებზე გამოეყენებინათ  და შარშანვე, შემოდგომაზე 11 ჰექტარის ნაცვლად, ენერგენით დამუშავებული ხორბლის თესლი „ლომთაგორა“ უკვე 100 ჰექტარზე დაითესა.

როგროც აგროფირმის დირექტორი კახა ლაშხი აღნიშნავს შარშანდელი გვალვიანი შემოდგომა-ზამთრის და გაზაფხულს, კორონავირუსის პანდემიაც დაემატა, რეგიონი ჩაიკეტა (ლომთაგორას  სახნავ-სათესი ფართობები მარნეულის რაიონშია), თუმცა ამის მიუხედავად ხობლისთვის ყურადღება არ მოგვიკლია, ჯეჯილი კარგად განვითარდა.

ჩეხური პრეპარატ „ენერგენის“ ეფექტიანობა აშკარაა, ეს რომ დავინახეთ ამიტომაც შარშანდელთან შედრებით 100 ჰექტარით გავზარდეთ ენერგენით დამუშავებული  ნათესი ფართობები.

დათესვამდე, როგოც პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია-ტექნოლოგია ითხოვს ენერგენით თესლი დავამუშავეთ, შემდეგ კი ბარტყობის და ყვავილობის პერიოდში კიდევ ორჯერ შევიტანეთ პრეპარატი ჯეჯილში.

წლეულს ჩვენს რეგიონში ხორბლისთვის საუკეთესო ამინდები და პირობები არ იყო, მაგრამ ჩვენ ყვლაფერ გავაკეთეთ, არაფერი დაგვიკლია და შედეგიც თვალსაჩინოა.

ჰექტარზე დაახლოებით 5 მილიონი ხორბლის თესლი ითესება, ბარტყობის შედეგად, ყანაში დაახლებით, 8-9 მილიონი (თავთავი) მცენარე იზრდება, თავთავის (ხრბლის მარცვლების) საშუალო წონა 1,5-1,8 გრამია, ზოგიერთის კი 4-5 გრამსაც აღწევს. გამოდის, რომ ჰექტარზე 12-13 ტონა მარცვლის მიღება  შეიძლება.

შედეგი ბრწყინვალეა, შეიძლება ზოგმა არც დაიჯეროს, შარშანდელი მაჩვენებელი გავაუმჯობესეთ, ჰექტარზე 11 ტონას ავცდით, ზოგიერთ ნაკვეთებში 12 ტონასაც გადავაჭარბეთ.

„უსათუოდ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, როგორც წესი, პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებელიც ეცემა. ეს ყველა კულტურას ეხება და მათ შორის, ხორბალსაც, მაგრამ აქ სხვა შემთხვევასათან გვაქვს საქმე – ენერგენით დამუშავებულ ფართობებზე ხორბლის ხარისხის მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა, წებოგვარა ნორმაშია, ცილების და ნახშირწყლების რაოდენობაც. ასე რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის პურცხობისთვის განკუთვნილი ხორბალი, რაც ძალზე გვახარებს, და ვფიქრობთ ამ საქმეში ჩეხურ პრეპარატ ენერგენს მიუძვის მნიშვნელოვანი წვლილი“ _ აღნიშნავს კახა ლაშხი.

11-12 ტონა ხორბალი ჰექტარზე სახუმარო საქმე არ არის, მაშინ როცა ქვეყანაში საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 2 ტონამდე მერყეობს. აგროფირმა „ლომთაგორას“ ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა (ენერგენის გარეშე) 7-8 ტონას შეადგენს, რაც ასევე  უდავოდ თვალსაჩინო შედეგია.

„ლომთაგორას“ მიერ მიღწეულმა შედეგმა, უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია „ენერგენის“ პროდუქციაზე ხორბლის მწარმოებლებს შორის. იმედია, ეს საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა მთელი საქართველოს მასშტაბით.