ერთადერთი ღონე ჩვენი ქონების გაძლიერებისა ჯერხანად მარტო მიწათმოქმედებაა

„ერთადერთი ღონე ჩვენი ქონების გაძლიერებისა ჯერხანად მარტო მიწათმოქმედებაა ჩვენში ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენი ცხოვრების ვინაობის ბურჯი, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე _ მიწა და გუთანია. რომელ ერსაც ეს ორი ნიშანი ხელთ შერჩენია, იმას თავი იმოდენად კიდევ შეუნახავს, რომ შეუძლიან თავმომწონებით სთქვას: მე ერი ვარა და მკვიდრი ბინა მაქვს სადღეისოდ და სამერმისოდაც, სხვა ყოველივე საძირკველშივე ფუჭია და წარმავალი…
ერი მარტო ვაჭრობაზედ მიქცეული დარღვეულია, გაქსუებული, გაფანტული… ამისთანა ერს აუცილებლად ბედად ის უწერია, რომ სხვის კედლად უნდა იყოს, სხვა ერს შეეხიზნოს, სხვისით იცხოვროს, ამიტომაც საპოლიტიკო მოქმედებისთვის  იგი ღონე მოკლებულია, ერად ყოფნობისთვის ნიადაგი არა აქვს და ხელცარიელია, თუნდაც ჯიბეები ოქროებით ჰქონდეს გატენილი. ამისთანა ერის ეკონომიკური ყოფა-ცხოვრებაც იმ ერზედ არის დამოკიდებული, რომელსაც შეჰკედლებია და რომელსაც ხელთ უპყრია მიწა და გუთანი, იმიტომ რომ ვაჭრობა არა ჰქმნის სიმდიდრესა“.

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)