ერთწლოვანი კულტურის კვლავწარმოების შესაძლებლობა ფერმერებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით აგრო სექტორისთვის იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი პროექტი – შეღავათიანი აგროკრედიტი, უკვე რვა წელია არსებობს. კრედო ბანკი, როგორც აგრო სექტორის აქტიური მხარდამჭერი, აღნიშნული პროექტის მუდმივი პარტნიორია.

კრედო ბანკი მომხმარებლებს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მათზე მორგებულ, შეღავათიან და კომფორტულ პირობებს სთავაზობს, პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ იაფი აგროკრედიტით ერთწლოვანი კულტურის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად:

  • სათესი და სარგავი მასალის ხარჯების დასაფარად;
  • პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შესაძენად;
  • შრომითი რესურსების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების ხარჯების დასაფარად;
  • სარწყავი სისტემების სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.

სესხის საპროცენტო განაკვეთს პირველი 6 თვის განმავლობაში სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.

კონკრეტული ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მაქსიმალური ხარჯი 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, შეგიძლიათ იხილოთ: http://arda.gov.ge/rules/new/index.html

კრედო ბანკი მოხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ისარგებლონ:

  • შეღავათიანი აგროკრედიტით სწრაფად და მარტივად, უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთით;
    • სესხის მოცულობა – 5,000 ₾-დან;
    • სესხის ვადა – 120 თვემდე;
  • შემოსავლების სეზონურობაზე მორგებული გადახდის გრაფიკით;
  • 10 თვემდე საშეღავათო პერიოდით წელიწადში.

ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა ვის სახელზეა, ან რეგისტრირებულია თუ არა მიწის ნაკვეთი, რომელზეც გსურთ აღნიშნული საქმიანობის წარმოება.

შეღავათიანი აგროკრედიტით ასევე შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო ძირითადი საშუალების შეძენა, ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას კი ამ შემთხვევაშიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

მოითხოვე ახლავე – შეღავათიანი აგროკრედიტი

შენი საქმიანობის სანდო პარტნიორი – კრედო ბანკი