ევროკავშირის ბაზარს​ საქართველო სულ უფრო მეტ ნატურალურ ხილს, ხილის წვენს, კენკრას და ხილ-ბოსტნეულის კონსერვს აწვდის

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა ევროკავშირში 2018 წელს 148 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 6%-ით უსწრებს გასული წლის მაჩვენებელს.

საქართველოს მდგრადი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ($42,3 მლნ._ 49%), ნატურალურ ღვინოებზე (23% _ $18,6 მლნ), ეთილის სპირტზე (4-ჯერ _ $3,3 მლნ.), მინერალური წყლების (24%-ით. _$16,2მლნ.), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (48%-ით _ $7,6 მლნ.), ნატურალური ხილის წვენები (6%-ით _ $4,8მლნ.) და. აშ.

როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, საქართველოს და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის შედეგებით 18%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის ქვეყნებთან ქართულმა პროდუქციის ექსპორტმა  2018 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და  მთლიანად 730,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,  რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11,5%-ით მეტია.

ეს ნიშნავს, ევროპის ბაზარზე სულ უფრო მეტი პროდუქტი ნახულობს თავის ადგილს და ასეთი ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება, იმედი აქვს ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძეს.  

მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირთან ვაჭრობაში რამდენიმე პროდუქტი გამოიკვეთა, რომელთა მოცულობა, იმ არაწევრი ქვეყნებთან შედარებით, საიდანაც ევროკავშირი ყიდულობს ანალოგიურ პროდუქცის, საკმაოდ მაღალია. ეს პროდუქტია: თხილი, მინერალური წყლი, აზოტიანი სასუქი (ამ პროდუქციის ექსპორტით ევროკავშირში არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერია), მანგანუმის ოქსიდი, ღვინო. ამათ გვერდით გამოჩნდა ახალი პროდუქტიც, რომელიც აქამდე საქართველოდან ევროკავშირში ან არ გადიოდა, ან ძალიან მცირე რაოდენობით გაჰქონდათ. ესენია: თაფლი, მწვანილი, ლიმონი, ლურჯი მოცვი, ჟოლო, მოცხარი და სხვა კენკრა, კივი, ჩირი, ჩაი, დაფნის ფოთოლი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავი, თიხა, მატყლი და სხვა.