ევროკავშირის ქვეყნებში ორგანული მიწათმოქმედება სულ უფრო პოპულარული ხდება

 ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, ორგანული მიწათმოქმედებით დაკავებული მიწის ფართობები 2010 წლიდან ევროპაში განუხრელად იზრდება.

საერთო ზრდის მიუხედავად ორგანული მიწათმოქმედების სექტორის ზრდის ტემპი სოფლის მეურნეობაში უფრო ფართო კონტექსტში არ აისახა და სექტორში დასაქმების საერთო მაჩვენებელიც შემცირდა.

ციფრები მოწმობს, რომ ორგანული მიწათმოქმედებით დაკავებული მიწის ფართობების მოცულობა, 2010-2016 წლებში 30% გაიზარდა და თითქმის 12 მილიონ ჰექტარს მიაღწია.

ზრდის შედარებით მაღალი ტემპი დაფიქსირდა ბულგარეთში, ხორვატიაში, საფრანგეთში და კვიპროსში.

დიდი ბრიტანეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამავე პერიოდში ორგანული მიწათმოქმედების მოცულობა 30%-ით შემცირდა.

ევროკავშირში 2016 წელს ორგანული მიწათმოქმედებისთვის მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 6.7% დაეთმო.  

მონაცემები ასევე მოწმობს იმას, რომ 2008 წლის ეკონომიკური კრიზის შემდეგ ევროპის ეკონომიკამ აღორძინება დაიწყო და 2016 წლისთვის დასაქმების საერთო მოცულობამ 67%-ს მიაღწია. ტენდენციები თანაბარია სოფლებსა და ქალაქებში.

2016 წლისათვის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ (2015 წლის მონაცემებით სექტორში დასაქმებული იყო 9,2 მილონი კაცი) 8,9 მილიონ კაცამდე შემცირდა.

ორგანული სოფლის მეურნეობის სეგმენტში 2016 წელს დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 3,9% მუშაობდა.

ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან ორგანული მიწათმოქმედებაში სოფლის მეურნეობის მუშაკებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი შრომობს რუმინეთში _ 22.5%, საბერძნეთში _11.9% და პოლონეთში _ 10%.

ამავე დროს ორგანული სოფლის მეურნეობის შემოსავლები კრიზისის შემდეგ კვლავ 2013 წლის შედეგამდე დაეცა.

ყველა საწარმოო ფაქტორის (მიწა, კაპიტალი, სამუშაო ძალა) გათვალისწინებით მიღებულმა შემოსავალმა, დროებით შეფერხებების შედეგად გამოწვეული ზარალის, საწარმოო საშუალების ცვეთის, სუბსიდიების, გადასახადების და სხვა ნიუანსების გამოკლებით  2016 წელს 144 709 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემებს ცოტა უსწრებს, მაგრამ 6% ნაკლებია 2013 წლის შედეგთან.

წყარო: farmer.pl

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.