ევროპა წელიწადში 1,2 მილიონ ტონა მარწყვს მოიხმარს, რა პერსპექტივა აქვს ამ ბაზარზე ქართულ მარწყვს?  

მარწყვი ევროპაში ყველაზე პოპულარი კენკრაა. ევროპის ქვეყნების უმეტესობას საკუთარი წარმოება აქვს, რომლებიც წელიწადში 1, 3 მილიონ ტონა მარწყვს აწარმოებენ.
ევროკავშირი, ბუნებრივია, მარწყვის თვითუზრუნველყოფისკენ მიისწრაფის და წარმოებას აფართოებს, მაგრამ ორგანული მარწყვისთვის ნიშა აქ ჯერ კიდევ თავისუფალია.
ბოლო პერიოდში, სათბურში მარწყვის ინტენსიური ტექნოლოგიებით წარმოებამ შესაძლებელი გახადა კენკრის ჯიშების ფართო ასორტიმენტი გაშენება და მოსავლის აღების სეზონის გაზრდა.

ევროკავშირში მარწყვის ყველაზე დიდი მწარმოებელი ესპანეთია. ასეთი ვითარების მიუხედავად ევროპაში დედამიწის სხვა კონტინენტებიდან მარწყვის ექსპორტის შესაძლებლობა მაინც არსებობს, და ეს ეკოლოგიურად სუფთა და უკეთესი გემოს მქონე ჯიშების მარწყვია.

განვითარებადი ქვეყნების დახმარების ცენტრის ამასწინანდელი ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ევროპის ქვეყნებში 503 ათასი ტონა მარწყვი შევიდა.

აქედან 90% მართალია რეექსპორტზე და შიდა ვაჭრობაზე მოდის, მაგრამ ამავე დროს განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში 35 700 ტონა მარწყვი შევიდა.

როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ევროპაში მარწყვის მოხმარება, დაახლოებით 1,2 მილიონ ტონას აღწევს. 

იტალია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან, აქ ერთ სულ მოსახლეზე მარწყვის მოხმარება 3 კგ. აღწევს.

2017 წლის ანგარიშის მიხედვით საერთოდ კონტინენტის ყოველი მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 1, 64 კგ. მარწყვს მოახმარს და ამ ბაზარზე მარწყვის მსხვილი მიმწოდებლები გერმანია და საფრანგეთია. ამასთან განვითარებული ქვეყნებიდან მარწყვის ყველაზე მსხვილი პარტიები ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში შედის.

ევროპაში მარწყვის ყველაზე დიდი იმპორტიორი ეგვიპტეა. მას მარწყვი ნიდერლანდებში, გერმანიას და ბელგიაში შეაქვს.

მაროკოდან მარწყვს ესპანეთი და საფრანგეთი ყიდულობს.

თურქეთს მარწყვი შეაქვს რუმინეთიდან.

იორდანიის მარწყვი იყიდება ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში

ალბანეთი აფართოებს მარწყვის მიწოდებას იტალიაში.

პერუ, დაახლოებით 200 ტონა მარწყვით, ძირითადად ესპანეთის ბაზარზეა წარმოდგენილი.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სხვა რეგიონის მწარმოებლებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ევროპაში სულ უფრო მეტი ტემპით ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რაც  სათბურებში ინტენსიური ტექნოლოგიით მარწყვის საადრეო და საგვიანო ჯიშების კომბინირებულ მოყვანას გულისხმობს.

ევროპელი მარწყვის მწარმოებლები უკვე ახერხებენ მთელი წლის განმავლობაში ხარისხიანი ახალი მარწყვი მიაწოდონ მომხმარებელს. ამიტომ ამ ბაზარზე განვითარებადი ქვეყნების ექსპორტიორებისთვის მარწყვის ბაზრის ნიშა სულ უფრო ვიწროვდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ევროპაში ორგანული კენკრის მიმართ ინტერესი მატულობს, მათ  შორის მარწყვი პრიორიტეტულია და მოთხოვნაც იზრდება, მაგრამ ორგანული მარწყვის წარმოების პირობებიც მკაცრად რეგლამენტირებულია, რაც ყველა ფერმერისთვის იოლად შესასრულებელი არ არის.

ორგანული კენკრით ვაჭრობის მოცულობით ევროპაში პოლონეთი გამორჩეულია, რომელმაც 2017 წელს 6000 ტონაზე მეტი ორგანული მარწყვი გაყიდა ევროპაში, ესპანეთმა _ 3000, გერმანიამ _ 5000 ტონა.

ორგანული მარწყვის წარმოება და ევროპაში გატანა შესაძლებელია, საინტერესო იყოს ჩვენი ფერმერებისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორგანულ მარწყვის შენახვის ვადები და პირობები შეზღუდულია და ამიტომ ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა და რეალიზაციის პროცესიც განსაკუთრებით ეფექტიანი უნდა იყოს.

წყარო: www.freshplaza.com.