ევროპაში ხორბლის დეფიციტმა პურზე ფასის ზრდა გამოიწვია

2018 წელის გვალვამ ევროპაში ხორბლის გლობალური დეფიციტი გამოიწვია და ახალი მოსავალი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, იუწყება გაზეთი  „Der Spiegel“, რომელიც  გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებს ეყრდნობა. 

ფაოს მონაცემების მიხედვით 2019 წლის ხორბალზე მოთხოვნა 30 მილიონი ტონით მეტი იქნება ვიდრეს მოწეული მოსავალი. ამჟამად კი 2018 წლის მოუსავლიანობის შემდეგ ევროპაში პურის ფასი უკვე 6,3%-ით გაიზარდა.

შარშანდელ გვალვას სპეციალისტები კლიმატის გლობალურ ცვლილებას უკავშირებენ.

როგორც  ექსპერტები აღნიშნავენ, მართალია ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ხორბლის დეფიციტი შეიმჩნევა, მაგრამ მსოფლიოს შიმშილი არ ელოდება, რადგან ხორბლის მარაგი საკმაოდ დიდია.

ამას გარდა, მსოფლიოში იზრდება სიმინდის ნათესი ფართობები და საჰეტრო მოსავლიანობა, ამასთან, ხორბლისგან განსხვავებით სიმინდი სხვა პირობებში და პერიოდში  მოიწევა.

2018 წლის 1 ნოემბერს რუსეთის ჰიდრომეტცენტრმა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ტენის უკმარისობის გამო 2019 მოსავლის რაოდენობის მკვეთრად შემცირება ივარაუდა.