ევროპაში ვაშლის და მსხლის წარმოების შეზღუდვაზე ალაპარაკდნენ

მალფუჭებადი პროდუქტების, მათ შორის ვაშლის და მსხლის სტანდარტების შესამუშავებლად ევროკავშირის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს მიიღეს გადაწყვეტილება მოცემული პროდუქციის წარმოების შემცირების აუცილებლობაზე. ამის შესახებ პორტალ SadyOgrody მასალებზე დაყრდნობით წერს ინტერნეტგამოცემა FruitNews.

ვაშლის და მსხლის წარმოების მოცულობის გაზრდამ ბაზრის გაჯერება გამოიწვია. ევროპისთვის წელიწადში 11.5 მილიონი ტონა ვაშლი ნორმაა, 2018 წელს კი 13,5 მილიონი ტონა ვაშლი დამზადდა. უხვი მოსავალი სამუშაო ძალის დეფიციტთან ერთად მისი ხარისხიანად შენახვის პრობლემასაც წარმოშობს. ვაშლის წარმოების ზრდა მხოლოდ პოლონეთში კი არა, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, უნგრეთში და რუმინეთშიც  სწრაფად იზრდება.

„წარმოების შემცირება იმ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, რასაც ბაზარი ითხოვს და არა იმის მიხედვით, რა შეუძლია წარმოებას.

ხილის, ამ შემთხვევაში ვაშლის სექტორმა უნდა გაითვალისწინოს შიდა და გარე ბაზრების მოთხოვნები. შეფასების ასეთი სისტემა უკვე დიდი ხანია მოქმედებს საფრანგეთში, რამაც შესაძლებელი გახადა აქ ვაშლის წარმოების 2 მილიონიდან 1.5 მილიონ ტონამდე შემცირება _ ნათქვამია SadyOgrody. პორტალზე გამოქვეყნებული მიმოხილვაში.