ევროპელთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარწყვის მარწყვის ჯიშის მოყვანა ლეგალურად არის შესაძლებელი 

მარწყვის ჯიში „მურანო“ (Murano) საკმაოდ მსხვილი და სრულია, რის წყალობითაც კარგადაც  ინახება და ტრანსპორტირებასაც იტანს.

ბაღის მარწყვი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის პირველი კენკრაა, რომლის წარმოების მოცულობა დიდად უსწრებს სხვა კენკროვან კულტურების წარმოებას, იგი მოხმარებითაც პირველ ადგილზეა, რაც მასზე ხელმისაწვდომი ფასების დამსახურებაცაა. ბოლო პერიოდში ლურჯი მოცვი მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს მარწყვს, რაც ამ კულტურის სელექციონერებს აიძულებს, აქტიურად იზრუნონ პროდუქტიული და გემრიელი ჯიშების გამოყვანაზე, რომლებიც გარეგნულადაც მიმზიდველი იქნება, გემრიელიც და იოლად გაუძლებს ტრანსპორტირებას.

სწორედ ხარისხზე გაზრდილი მოთხოვნის წყალობით შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი რემონტატული ბაღის მარწყვი „მურანო“ (Murano).

დღეს ეს ჯიში დიდად პოპულარულია დიდ ბრიტანეთში და ბელგიაში, სადაც ბაღის მარწყვის გაშენება კარგად განვითარებულ ბიზნესად ითვლება. საერთოდ კი ამ ქვეყნებში მარწყვს ტრადიციულად დიდი რაოდენობით მოიხმარენ.

რატომ არის „მურანო“ ასე პოპულარული ევროპაში?

Один из наиболее популярных в Европе сортов земляники садовой уже можно легально выращивать в Украине

საუკეთესო გემური თვისებების გარდა, ამ  ჯიშის კენკრას საკმაოდ მსხვილი ნაყოფი აქვს, სრულია, რის გამო კარგად ინახება და იოლად იტანს ტრანსპორტირებას. ამასთან ეს მარწყვი გემრიელი და საუკეთესო ვიზუალური მასალაა  სხვადასხვა დესერტების გასაფორმებლად, რის გამოც დიდი მოთხოვნით სარგებლობს ევროპის რესტორნებში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მურანოს“ მოყვანა შეიძლება, როგორც ღია გრუნტში, ისე ტორფის და ქოქოსის ბოჭკოს სუბსრატზე.

„მურანო“ კარგად უმკლავდება დაავადებებს. საშუალოდ ერთი ძირი ვეგეტაციის პერიოდში 1-დან 1,5 კგ. ნაყოფს იძლევა,ნაყოფის საშუალო წონა 20 გრამია.

მწარმოებლების აღნიშნავენ, რომ ოპტიმალური მოვლის, საკვების დაბალანსებულად მიცემის პირობებში ნაყოფის წონამ შეიძლება 30 გრამს მიაღწიოს. 

2019 წელს უკრაინულმა კომპანია „ФруТек“-მა საბაღე მარწყვის ჯიში „მურანო“ უკვე დაარეგისტრირა უკრაინაში. ფერმერებს უკვე შეუძლიათ  ამ ჯიშის ნერგების  ოფიციალურად შეძენა და პლანტაციის გაშენება. მურანოს გარდა კომპანიამ დაასრულა ისეთი რენტაბელური მარწყვის ჯიშების რეგისტრაცია, როგორიცაა: „კაპრი“, „ვივარა“,  და „ლინოზა“.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს მარწყვის ჯიში საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის, იმედი გვაქვს უახლოეს პერიოდში მოხერხდება ჯიშის დარეგისტრირება და ქართველ ფერმერებსაც მიეცემათ ექნებათ მისი მოყვანის შესაძლებლობა.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაო) მონაცემებით მარწყვის მსოფლიო წარმოებამ 2017 წელს 9,2 მილიონ ტონას მიაღწია. ამასთან უკრაინამ,  იმავე წყაროს მონაცემებით, შარშან 55-60 ათასი ტონა, მარწყვი აწარმოა,  მსოფლიო მთლიანი წარმოების _ 0,65%. ბოლო წლებში უკრაინიდან მარწყვის ექსპორტი ​ აქტიურად იზრდება და უკვე 5000 ტონას აჭარბებს. ძირითადი წილი, მართალია, ჯერ გაყინულ  მარწყვზე მოდის, მაგრამ ქვეყანას ევროპასთან სიახლოვის გამო, კარგი შანსი აქვს ევროპის ბაზარს ცოცხალი მარწყვი მიაწოდოს.

მაგალითად დასავლეთ უკრაინის რეგიონებიდან, სადაც მარწყვი მოჰყავთ, ბერლინამდე 900 კილომეტრია, ხოლო ესპანეთის პროვინცია ჰუელვა, რომელიც მარწყვის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია, ბერლინიდან 3000 კილომეტრით არის დაშორებული.

EastFruit-ის მიხედვით