FAO-ს საგრანტო კონკურსი (მერძევეობა, მესაქონლეობა, მეკარტოფილეობა, მეხორბლეობა, მებოსტნეობოა)არებით

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) დახმარებით, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად.
ამ ინიციატივის მიზანია, ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა
ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.
ეს პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების
შექმნას.
საგრანტო კატეგორია 2: მიმდებარე მუნიციპალიტეტებისთვის

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ  მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც ქვემოთ
ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან იმ  კონკრეტულ სექტორებში, რომლებიც მუნიციპალიტეტების გასწვრივ არის მითითებული:

რა დაფინანსდება?

კაპიტალური ინვესტიციები, როგორიც არის: მანქანა-დანადგარები და ტექნიკური აღჭურვილობა, თითოეული მიმდებარე
მუნიციპალიტეტისთვის ზემოთ განსაზღვრულ სექტორებში.

რა არ დაფინანსდება?

იხილეთ საგრანტო კატეგორია 1

გრანტების ოდენობა და
თანამონაწილეობა

ორივე კატეგორიის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი თანხის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მინიმალური და მაქსიმალური თანხის მოთხოვნებს.

მინიმალური – 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, მაქსიმალური – 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება
მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60%-ის თანადაფინანსება.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთი სპეციფიკური ინვესტიციების, რომლებსაც ექნებათ მნიშვნელოვნად დადებითი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარემოს დაცვაზე.

ამ კონკრეტული ტიპის პროექტების დაფინანსება შესაძლოა გაიზარდოს 60%-მდე

როგორ მივიღოთ მონაწილეობა
საგრანტო კონკურსებში

განაცხადების მიღება მოხდება შეზღუდული პერიოდის განმავლობაში, რომლებსაც “საგრანტო ციკლები” ეწოდება.
თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილი ინვესტიციების შესახებ
ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერს: www.faogrants.ge

ყველა განაცხადი გაივლის ერთსა და იმავე შერჩევის პროცედურას, რომლის მიხედვითაც შეფასდება პროექტის მიზანი
და სტრატეგია, მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, კორპორატიული შესაძლებლობები და გამოცდილება. გრანტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს განაცხადების განხილვის კომიტეტი, რომელიც შედგება საქართველოში FAO-ს და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებისგან.

ყოველი „საგრანტო ციკლის“ შემდეგ საინვესტიციოდ შერჩეული პროექტები გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე: www.faogrants.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებული 
სრული ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:
www.faogrants.ge

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის
მიმართეთ ვებგვერდზე მითითებულ რეგიონულ
კოორდინატორებს.

მეორე ციკლის განაცხადების მიიღება მიმდინარებს 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 მარტამდე. 

ხელნაწერი განაცხადები არ მიიღება.