გამოკითხულ ფერმერთა 83% ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს
ტრამპის რეიტინგმა ფერმერებს შორის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – მის საქმიანობას გამოკითხულთა 83% აფასებს დადებითად.
ამერიკელი ფერმერები მათი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მიმართ უდიდეს მხარდაჭერას ავლენენ – ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ კატეგორიაში მას უმაღლესი მაჩვენებელი აქვს.
გამოკითხვა უძველესმა ჟურნალმა Farm Journal ჩაატარა და გამოკითხული ფერმერების 83%-მა ტრამპის საქმიანობა პოსტზე დადებითად შეაფასა. ჟურნალის ინფორმაციით, ეს ტრამპისთვის ყველაზე მაღალი რეიტინგია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.
2019 წლის ივნისში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვისას ტრამპის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი ფერმერებში 74% იყო.