გაქვთ შეკითხვა აგრონომთან?

მოგვწერეთ ან დარეკეთ, ტელ.: 595 80 80 81; ელ.ფოსტა: info@agro.ge
პასუხს მიიღებთ ინტერნეტჟურნალ agronews.ge-ს და  ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს” საშუალებით.

1. ცერცვის მოსავლის აღება როდისაა შესაძლებელი?
_ ცერცვის მოსავლის აღება დამოკიდებულია თესვის ვადებზე. მაგ.: თებერვალსა და მარტში დათესილი ცერცვის აღება შესაძლებელია ივნისში, ხოლო მაისში დათესილის — შემოდგომამდე.
სრულად შემოსული მარცვლის მისაღებად ცერცვი სასურველია აპრილში იყოს დათესლი. მოსავლის აღება ხდება მაშინ, როცა პარკის სადგულები გახმება. მისი სრული გამოშრობისთვის ცერცვი პარკებიანად იჭრება და ხდება მისი ჩამოკიდება კარგად განიავებულ სარდაფში.

2. ბრიუსელის კომბოსტოს ზრდის პერიოდში რა ღონისძიებებია ჩასატარებელი?
_ ბრიუსელის კომბოსტოს განსაკუთრებით გვალვიან ამინდში ესაჭიროება მორწყვის გაძლიერება; ასევე მოითხოვს რეგულარულ გაფხვიერებას და რეკომენდებულ სასუქის ნორმებს.
ბრიუსელის კომბოსტო თავების წარმოქმნამდე საჭიროებს აზოტის მიწოდებას, ხოლო თავების წარმოქმნის მომენტიდან აზოტით ღარიბ სრულ სასუქს.
ხშირი მორწყვის შედაგად ნიადაგი იტკეპნება და ძნელდება ჰაერის შეღწევა ფესვებამდე, ამიტომ აუცილებელია მისი გაფხვიერება.

3. რას გულისხმობს ბადრიჯნის ჭკნობა?
_ ბადრიჯნის ჭკნობა სოკოვანი დაავადებაა, რომელიც საზიანოა როგორც ღია, ისე — დახურული გრუნტისთვის. დაავადების პირველი სიმპტომები შეინიშნება მცენარის ქვედა ფოთლების გაყავისფერებით. ლაქები ფოთლის კიდეებისკენ ფართოვდება და საბოლოოდ ფოთლის ნეკროზის გავრცელების შედეგად მცენარე ჭკნება. დაავადების გამომწვევი სოკოვანი ორგანიზმები დიდხანს რჩება ნიადაგში, რომელიც შემდგომ მცენარის ფესვებიდან ისევ იჭრება.
ბადრიჯნის ჭკნობის საწინააღმდეგოდ საჭიროა დაავადებული მცენარის ნაწილების დროულად მოცილება და ნაკვეთიდან გატანა, სარეველების კონტროლი, თესლბრუნვა და, სწორად შერჩეული წინამორბედი კულტურები.

4. რა მნიშვნელობა აქვს მზის საჩრდილობელ ბადეს დახურულ გრუნტში?
_ დახურულ გრუნტში საჩრდილობელი ბადის სწორად შერჩევით თქვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შეუქმნით ხელსაყრელ პირობებს. დაიცავთ მცენარეს ზედმეტი რადიაციისგან და ამავდროულად, შეამცირებთ ვენტილაციის ხარჯებს.
სათბურში მზის მაღალი რადიაციის შესამსუბუქებლად გამოიყენება საჩრდილობელი ბადეები. ბოსტნეული კულტურებისთვის მიზანშეწონილია 30-50%-იანი საჩრდილობელი. რეკომენდებულია შეარჩიოთ ღია ფერის, რომელიც ზაფხულში შეამცირებს სინათლის ინტენსივობას, მაგრამ არა ხარისხს. მისი წყალობით 5-10°ჩ-ით ტემპერატურის შემცირება შეგიძლიათ.

რუბრიკას უძღვება „მომავლის ფერმერი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.