გერმანელი რძემჟავა პროდუქტების მწარმოებლები არ იბარებენ რძეს, რომელიც გლიფოსატით მოყვანილი საკვებით არის მიღებული

გერმანიის რამდენიმე რძის გადამმუშავებელმა კომპანიამ გადაწყვიტა შეზღუდოს იმ ფერმერებისგან რძის მიღება, რომლებიც ცხოველების საკვების მოსაყვანად გლიფოსატს იყენებენ.

გერმანიის ფერმერთა ასოციაცია (DBV) აცხადებს, რომ რძის პროდუქტების მწარმოებლები სულ უფრო მეტად აიძულებენ ფერმერებს უარი თქვან მერძევეობის ფერმებში გლიფოსატით მოყვანილი საკვების გამოყენებისგან.

გერმანიის ფერმერთა ასოციაციის წევრ კარსტენ შმალის განმარტებით, ასეთი შეზღუდვები დააწესა პოპულარული Goldsteig-ის რძის პროდუქტების მწარმოებელმა.

​შმალმა ასევე აღნიშნა, რომ შობის დღესასწაულამდე წამყვანმა რიტეილერებმა ALDI Nord და ALDI Süd-მა გააფრთხილეს რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხნები და სასაკლაოები, რომ სრულად უნდა გამოირიცხოს მსხვილფეხა რქოსანი გლიფოსატით მოყვანილი საკვებით პირუტყვის კვება.

Goldsteig-ის კოოპერაციულმა რძის ქარხანამ, რომელიც ძალინ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა  გერმანიის ბაზარზე, ასევე გააფრთხილა თავისი ფერმერები, რომლებთანაც დიდი ხანია თანამშრომლობენ მათთან, საწარმოსთვის მისაწოდებელი რძის ნედლეული არ უნდა იყოს გლიფოსატით მოყვანილი ფურაჟით გამოკვებილი ძროხებისგან მიღებული.   შმალი ვარაუდობს, რომ Goldsteig-ის მაგალითს მალე რძის პროდუქტების მწარმოებელი სხვა ქარხნებიც მიბაძავენ.

2018 პირველი იანვრიდან Goldsteig GmbH-ის ოთხივე აქციონერმა ასევე აუკრძალა მომწოდებელს გლიფოსატის და გლიფოსატის შემცველი მცენარეთა დაცვის საშუალების გამოყენება.

აკრძალვა გერმანელ ფერმერებთან ერთად, ჩეხ ფერმერებსაც ეხება.

თავის მიმართვაში Goldsteig-მა აღნიშნა, რომ ამგვარად ისინი ცდილობენ უპასუხონ მომხმარებლის მოთხოვნას და შეამცირონ თავის პროდუქციაში ესოდენ საეჭვო ჰერბიციდი.   Goldsteig GmbH დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მომავლის კლიენტზე ორიენტირებული: “ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს გადაწყვეტილება აიძულებს ჩვენ მერძევე ფერმერებს, უფრო მოქნილები გახდნენ, რადგან საზოგადოების დიდი უმრავლესობა გლიფოსატის და გლოფოსატის შემცველი პრეპარატების აკრძალვის მომხრეა. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი კლიენტებისთივის შეთავაზებული პროდუქტების სრულ უსაფრთხოებაზე.

მწარმოებელი ქარხნებისგან განსხვავებით, ამ გადაწყვეტილებით შეშფოთებულნი არიან ფერმერები, რომ „ეს აკრძალვა მარტო ცხოველების გამოკვების კი არა, შაქრის ჭარხლის წარმოების პრობლემასაც შექმნის“ _ ამბობენ ისინი.

უფრო მოხერხებულმა ფერმერებმა კომპანიის ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოსავალიც იპოვნეს. მიღებული პრესრელიზის თანახმად აკრძალვა ეხება საკუთარი ძალებით წარმოებულ ფურაჟს, მაგრამ აქ არსად არაფერია ნათქვამი, შესყიდულ ფურაჟზე. გამოდის, რომ საკვები შეიძლება თავისუფლად შეიძინონ იმ ფერმერებიდან, ვისაც გლიფოსატის გამოყენება არ ეკრძალებათ.

მომზადებულია დასავთლეთგერმანული პრესის მასალბის მიხედვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.