ლურჯი მოცვის ინოვაციური მწარმოებელი _ კომპანია „ლურჯი ველის“ წარმატების ისტორია
კომპანია „ლურჯი ველი“ ოთხ კომპანიას აერთიანებს (შპს „მოცვი“, შპს „ქართული მოცვი“ და შპს „ჯეობერი“), რომლებიც ოზურგეთის რაიონში მოვლა-მოყვანის ერთნაირი ტექნოლოგიით მაღალხარისხიან ლურჯ მოცვს აწარმოებენ. ერთიან მენეჯმენტს კომპანია „ლურჯი ველი“ ახორციელებს.

როგორც კომპანია „ლურჯი მოცვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ლებანიძე მოგვითხრობს, _ საქართველოში მოცვის მოსავლის აღების სეზონი სრულდება. წლეულს პირველი კომერციული მოსავალი მივიღეთ, დაახლოებით _ 65 ტონა კენკრა. ლურჯი მოცვის სამი ძირითადი ჯიში: „ლეგასი“, „ონილი“ და „დიუკი“ მოგვყავს, თუმცა ბოლომ დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ პირობებში არ გაამართლა. მართალია შესანიშნავი გემო კი აქვს, მაგრამ ადგილობრივი კლიმატი მცენარეს სრულყოფილად განვითარების საშუალებას არ აძლევს. მოწეული კენკრის 100-ვე პროცენტი ექსპორტზე გაგვაქვს. ამ წლეულს შუამავლის მეშვეობით 10% ევროკავშირის ბაზარზეც გავყიდეთ, დანარჩენი რუსეთში გავიტანეთ, სადაც ფასი საკმრისად კონკურენტული იყო.

საქართველოსო საექსპორტო ფანჯარა მაისის ბოლოდან ივლისის დასასრულამდე მუშაობს. ამ პერიოდში ფასები როგორც ევროპის, ისე რუსეთის ბაზრებზე მიმზიდველია. ამ დროს ევროკავშირის ბაზარი კილოგრამ ლურჯ მოცვში $8 იხდიან, რუსეთის ბაზარზე ექსპორტიორები კილოგრამს პლანტაციიდანვე $6,5 ყიდულობდნენ. 25 ივლისიდან ფასები $2-3-მდე დაეცა, თუმცა ჩვენ კენკრა უკვე მთლიანად გავყიდეთ.
ქართველი მწარმოებლებისთვის კენკროვანთა სარეალიზაციოდ სამი ძირითად ბაზარი არსებობს: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ევროკავშირი და რუსეთი _ განმარტავს ბატონი ლევან ლებანიძე.
_ ევროპის ბაზარი ძალზე საინტერესოა, მაგრამ სახმელეთო გზა თურქეთზე გადის, სადაც საბაჟოზე მნიშვნელოვანი რიგებია, რაც ტრანსპორტირების დროს 3-4 დღით ახანგრძლივებს. მოკლედ, ევროპის საზღვრამდე რეფრეჟერატორი 9-10 დღე უნდება მისვლას. საზღვაო გზას აქვს პოტენციალი, მაგრამ ჯერ რეგულარული ჩქაროსნული რეისები არ არსებობს.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ტრანსპორტირებას ხელს უშლის ტემპერატურული კონტროლით აღჭურვილი სატვირთო ტერმინალის არარსებობა, ხოლო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა ძვირი ჯდება და სარისკოა, რადგან სამგზავრო თვითმფრინავში საბარგო განყოფილება ტემპერატურული რეჟიმის დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
რუსული კომპანიები თვითონ უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას პლანტაციიდან დანიშნულების ადგილამდე, ამიტომ კენკრაც, რაშიც ისინი ადგილზე კილოგრამში $6-6,5 იხდიან, მოსკოვში $12 იყიდება.
გაისად ექსპორტის დივერსიფიკაცია, ჩვენი ერთ-ერთი მთვარი ამოცანა იქნება.
ჩვენ B2B სისტემით ვმუშაობ, კენკრის ბრენდირებას არ ვახდენთ, _ ამბობს ბატონი ლევანი, _ ამ ეტაპზე ინვესტიციას ტექნოლოგიებში ვდებთ, რომ უკეთესი ხარისხის პროდუქცია მივიღოთ. მარკეტინგის საკითხებს შემდეგ ეტაპზე მოვაგვარებთ.



ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროდუქციის სრულ კონტროლს მკრეფავებიდან, პლანტაციის რიგებამდე, სადაც კენკრა მოიკრიფა. ეს სიტემა საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ ვუზრუნველყოთ ურთიერთ ნდობა მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, არამედ გავზარდოთ დაქირავებული მკრეფავების პასუხისმგებლობა, რაც შესაძლებელს ხდის ცალკეული ჯიშების ანალიზიც კი ჩავატაროთ და პლანტაციის შესახებ სრული და მრავალფეროვანი ინფორმაცია და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ.

წლეულს შევიძინეთ მაღალტექნოლოგიური სამაცივრო აგრეგატები: პლანტაციიდან მაცივრამდე კენკრის გადმოსაზიდი მანქანა-რეფრეჟერატორები; წინასწარი გაციების აგრეგატი და სამაცივრე საწყობი.

_ მინდა ცალკე გამოვყო წინასწარი გაციების forced air cooling ტექნოლოგია. აგრეგატი მოკრეფილ კენკრას რამდენიმე საათში 25-დან 2 ცელსიუსამდე აციებს, რაც ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას ქმნის და შენახვის ვადას უხანგრძლივებს. შემდეგ კენკრა ხარისხდება, რაც ჩვენთან ხელით სრულდება, _ ამბობს ბატონი ლევან ლებანიძე.


_ კომპანიაში ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, როგორც მოცვის ჯიშების, ისე მათი მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების მხრივ. ახლა ვხვეწთ ლურჯი მოცვის ქოთნებში მოყვანის მეთოდს, რაც შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში გამოდგეს, სადაც ლურჯი მოცვისთვის სასურველი ნიადაგი არ არის.
მომდევნო წელს USAID-ის დახმარებით ავაგებთ მაღალ გვირაბს დახურულ გრუნტში ლურჯი მოცვის მოსაყვანად. ეს ექსპერიმეტნი ორ მიზანს ისახავ: მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემო ფაქტორებით გამოწვეული რისკები (ჩვენთვის ძალზე აქტუალურია ქარი) და მივიღოთ უფრო საადრეო კენკრა.
ჩვენ გამოცდილებას სიამოვნებით ვუზიარებთ კოლეგებს, რათა ერთობლივად შევძლოთ საქართველოში ამ დარგის განვითარება _ დასძენს ბოლოს ბატონი ლევან ლებანიძე.

წყარო: EastFruit