გველების ფერმა უკრაინაში
უკრაინაში, ლვოვის მახლობლად, უკრაინაში გველების პირველი ფერმა გაიხსნა.ფერმერულმა მეურნეობა „Західний равлик“-მა გველების მოშენება დაიწყო.
გველს მხოლოდ ძვირფასი ტყავი კი არა ძალიან გემრიელი დიეტური ხორციც აქვს. ცოლ-ქმარმა ივანე და ირინა იუსკევიჩებმა გადაწყვიტეს უკრაინაში პირველი გაეხსნათ ფერმა და გველის ხორცის დასამზადებლად გველები მოეშენებინათ, რომელსაც. გველები, რომლებსაც ფერმაში აშენებენ, შხამი არ აქვთ.
ამჟამად ფერმაში 70 გველი ჰყავთ. მამრობითი და მდედრობითი სქესის, თუმცა ფერმერებს ჯერ მათი გარჩევა არ უსწავლიათ. გველები ერთიდან ოთხ წლამდე ასაკის არიან.
როგორც ქალბატონი ირინა ამბობს, გველი ე.წ დასაკლავ ზომა-წონას სამი წლის ასაკში აღწევს.
ცნობილია, რომ გველი ყველაფერს არ ჭამს, მას საგანგებო ახალი, ცოცხალი საკვები სჭირდება, ამიტომ გველებს მეზობლად არსებული მეთევზეობის და მწყრების მეურნეობიდან მიღებული ცოცხალი ლიფსიტებით და კვერცხებით კვებავენ.
გველი კვირაში ერთ თევზს და მწყრის ერთ კვერცხს მაინც ჭამს და 30 გრამ ახალ რძეს სვამს.
ირინა იურკევიჩი დარწმუნებულია, რომ გველის ხორცი მასობრივი მოხმარების პროდუქტი არ გახდება, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ის ვისაც სურვილი აქვს რაღაც ახალი დააგემოვნოს და ამაში ფული გადაიხადოს.
„გველის ხორცისგან მომზადებული კერძი ძვირი იქნება, საორიენტაციოდ ერთი ულუფა _ 3000-4000 (280-350ლ.) გრივნა ეღირება.
ერთი გველისგან მიღებული ხორცით შესაძლებელია სამი ულუფის მომზადებაა შესაძლებელი, ამიტომ ეს უკვე დელიკატესია და ამ კერძით „ვარენიკების“ მსგავსად ყოველდღიური დასანაყრებელი კერძი ვერ იქნება“ _ ამბობს ქალბატონი ირინა