გველებთან ეფექტიანად მებრძოლი _ „მანგუსტი“

ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალურია გველებთან ბრძოლა. ქართული წარმოების გველების ბიოლოგიური შემაჩერებელი /biologikal stopper- მანგუსტი ეფექტიანად დაგიცავთ გველებისგან, ეზოში, აგარაკზე, ბაღში და ყველგან, სადაც გველებმა შესაძლოა საფრთხე შეგიქმნათ.

ქვეწარმავლების საწინააღმდეგო რეპელენტი – „მანგუსტი“, შესასხურებელი პრეპარატია.

შემადგენლობა: ნანოკოლოიდური ხსნარი-ფიტომერკაპტანები არანაკლებ 3%, დამხმარე ნივთიერება – ეთილის სპირტი.

„მანგუსტი“ – ბიოლოგიური საშუალებაა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება გველებს. გამოიყენება შენობა – ნაგებობების გარშემო ან ფანჯრის რაფებთან, კარის ზღურბლზე, ფარეხში, ფარდულში, საცურაო აუზთან, ბაღ-ბოსტნებში, ხის ქერქის დასამუშავბლად, მინდვრებსა და სავარგულებში, სათავსოებსა და სხვა ადგილებში, სადაც შესაძლოა გველების არსებობა. ნადირობისა თუ სხვა სამუშაოს შესრულებისას შესაძლოა ფეხსაცმელისა და ჩექმის დამუშავება. მანგუსტის გამოყენება უსაფრთხოა ბავშვებისა და ცხოველებისთვის.

„მანგუსტი“ უსაფრთხოა როგორც გარემოსთვის, ისე – ადამიანებისათვის. ბიოდეგრადირებადია და მითითებისამებრ, გამოყენების შემთხვევაში არ აზიანებს გაზონებს, ბაღებს, ყვავილებს და სხვა მცენარეებს (დაუშვებელია მცენარის ფოთლის ზედაპირზე დასხმა). მოქმედებს წლის ნებისმიერ პერიოდში, ადვილად გამოსაყენებელია და ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით.

ბიოლოგიურია;

● მოქმედებს ხანგრძლივად, წლის ნებისმიერ პერიოდში;

● ადვილად გამოსაყენებელია;

● უსაფრთხოა, როგორც გარემოსთვის, ისე – ადამიანებისა და ცხოველებისათვის;

● წვიმა ვერ რეცხავს.

გამოიყენება წერტილოვანი შესხურებით, 20-30 სმ-ის ინტერვალით წყვეტილ ზოლად იმ ფართობის გარშემო, რომლის დაცვაც გსურთ. პროფილაქტიკური და ზოგადი პრევენციის მიზნით 500 მლ საკმარისი 250-500 გრძივ მეტრზე. პრეპარატი არ კარგავს ეფექტურობას ძლიერი წვიმების შემთხვევაშიც კი. შესხურება აუცილებელია მოხდეს წვრილი ჭავლით და არა გამაფრქვევლით. მაქსიმალური შედეგის უზრუნველყოფისათვის, მოახდინეთ პრეპარატის გამეორება 30 დღის ინტერვალით.

„მანგუსტის“ თვალში ან კანზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ადგილობრივი გაღიზიანება. თვალში მოხვედრისას ამოიბანეთ წყლის ჭავლით, კანზე მოხვედრისას – ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით.

ბიოლოგიური რეპელენტის ტრანსპორტირება ხდება ვერტიკალურ პოზიციაში, ინახება მხოლოდ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისა და ცხოველებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

www.roqi.ge  info@roqi.ge

5977045 88; 2 74 63 96