„ჰერბია“ მწვანილის პასტების წარმოებასთან ერთად წლეულს აგროტურისტების უმასპინძლებს

ეკოლოგიურად სუფთა, ქორფა მწვანილის და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ წლეულს ბაზარზე ახალი პორდუქციის გამოტანასს და აგროტურიზმის განვითარებას გეგმავს.

როგორც ჰერბიას თანადამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე ამბობს, წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს მშრალი მწვანილების და მწვანილის პასტის წარმოება დაიწყოს. მოცემული პროდუქტების ტექნოლოგიური ხაზები შერჩეულია, სათანადო დანადგარებიც შეძენილია და საწარმოში მალე ჩამოვა. ცოცხალი მწვანილის პასტა კერძების მოსამზადებლად ძალზე მოხერხებულია. იგი შეიძლება გადაუსვათ პურზეც, დაამზადოთ ბუტერბროდი და მიირთვათ. რაც შეეხება მშრალ მწვანილს, ჩვენ არ ვაპირებთ მის დაჭრას. საღი მწვანილი 8-10%-მდე გამოშრება და დაფასოვდება. ასეთი პროდუქტი საინტერესოა იმით,  რომ იგი გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი და წელიწადის ნებისმიერ პერიოდში  ვარგისია და ტრანსპორტირებაც იოლია, განსაკუთრებული პირობების შექმნას არ მოითხოვს. 

კომპანია „ჰერბია“ 2006 წელს დაფუძნდა, 2010 წელს საქართველოში პირველმა მოიპოვა Global GAP-ის სერტიფიკატი, პირველმა დაიწყო დაფასოებული მწვანილის წარმოება და ბაზარზე გამოტანა.

კომპანიის მეურნეობას წყალტუბოს რაიონში 10 ჰექტარი უჭირავს, საიდანაც 5 ჰექტარზე განლაგებულია ისრაელის და ჰოლანდიის ტექნოლოგიური ხაზებით აღჭურვილი დახურული სათბურები, სადაც ყველა აგროტექნოლოგიების დაცვით მოჰყავთ მწვანილი და ბოსტნეული. დანარჩენი 5 ჰექტარი გამოყენებულია ღია გრუნტზე მწვანილის მოსაყვანად.

კომპანია აწარმოებს: იისფერ რეჰანს, ქინძს, ოხრახუშს, ნიახურს, კამას, სალათს, პომიდორს, მათ  შორის „ჩერის“, კიტრს, ტკბილ წიწაკას, მწარე წითელ წიწაკას,  და სხვა.

მეურნეობასთან ახლოს მდებარეობს „ჰერბიას“ სპეციალური ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწყობი-მაცივრები და დასაფასოებელი საწარმო.

საწარმოში დიდი ხანია დანერგილია HACCP ხარისხის მართვის სტანდარტი.

როგორც ბატონი ზურაბ ჯანელიძე ამბობს, თავსი დროზე კომპანია  საექსპორტზე ბაზრებზე ორიენტაციის მიზნით შეიქმნა, მაგრამ კომპანიის სიმძლავრეები საკმარისი არ იყო განვითარებული ბაზრის მოთხოვნების  დასაკმაყოფილებლად. ადგილობრივ ფერმერთაგან ნედლეულის შესყიდვის, რეგიონში ასეთი წვრილი ფერმერი 5000-მდეა,  ორგანიზებასაც აზრი არ ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ მათგან არცერთს არ ჰქონდა საექსპორტო პროდუქციისთვის საჭირო სერთიფიკატი. ამიტომ ჰერბია იძულებული გახდა გადართულიყო ადგილობრივ ბაზარზე, სადაც კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ სავაჭრო ქსელების უწყვეტად მომარაგება გაჭრიდა კიდეც. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი გახდა რეგიონში 500 პარტნიორ ფერმერთან მუდმივი თანამშრომლობით. ამან ფერმერებს სტიმული მისცა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისი ხარიხის და სტანდარტის პროდუქცია ეწარმოებინათ. მათ დღესაც რეგულარულად  უტარდებათ ტრეინინგები, მათ საქმიანობას სხვადასხვა ეტაპებზე ვაკონტროლებთ კიდეც და ზუსტად ვიცით, პროდუქცია, რასაც პარტნიორი ფერმერებისგან ვიღებთ, ხარისხიანია. 

ვფიქრობთ, მათი პროდუქციის  ექსპორტირებზე ფიქრს აზრი ექნება ამ  ფერმერული მეურნეობების კონსოლიდირების შემდეგ, როცა შეიქმნება  ერთნაირი სტანდარტის ხარისხიანი პროდუქციის კრიტიკული მასა. ჩვენ ახალა მოლაპარაკებას ვმართავთ საერთაშორისო დონორებთან, რომ მივიღოთ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა ამ  ამოცანის განსახორციელებლად.   

„ჰერბიას“ ბრენდით ახალი მწვანილი უკეთ  შენახვისა და დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით სერთიფიცირებულ სპეციალურ პოლიპროპილენის პაკეტში ფასოვდება. ასეთი მეთოდით დაფასოებული მწვანილი 20 დღეს ინახება.  ამავე მთოდით იფუთება და დიდხანს ინახება გასუფთავებული კარტოფილი, ხახვი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული..

როგორც ჰერბიას დამფუძნებელი ამბობს  ადგილობრივ ბაზარზე ჰერბიას პროდუქციაზე მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება, ექსპორტი ხორციელდება ბულგარეთში.

ბოლო ხუთი წელიწადია ადგილობრივ თუ გარე ბაზარზე მუდმივად ვაორმაგებთ გაყიდვებს. შარშან 500 ტონა პროდუქცია გავყიდეთ, მათგან 90%  საქართველოში მოქმედ  მსხვილი სუპერმარკეტების ქსელში.  

მაღაზიებში მხოლოდ ახალი  მწვანილი შეგვაქვს და ის დახლებზე იმავე დღეს ხვდება, რა დღესაც მოიკრიფა.

დიდ სავაჭრო ობიექტებში ჩვენი ბრენდული მაცივრები გვიდგას,  მცირე მაღაზიებში პროდუქცია პრაქტიკულად არ შეგვაქვს. მათ არ აქვთ მწვანილის შენახვის შესატყვისი ინფრასტრუქტურა, _  ამბობს ბატონი ზურაბ ჯანელიძე.

სახელმწიფოს მიერ წყალტუბოს რაიონში სასათბურე კლასტერის შექმნა ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონიდან მწვანილის და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდას.  ამ მასშტაბური პროოექტის განხორციელების ერთ-ერთი ინიციატორი  კომპანია ჰერბიაა. ის ამ კლასტერის ჩამოყალიბებაშიც აქტიურად მონაწილეობს. როგორც ბატონი ზურაბი აღნიშნავს,  ფერმერების მიერ კლასტერის ტერიტორიის აქტიურ ათვისებას,  ენერგომატარებლების ფასზე შეღავათის დაწესება წაახალისებს და დააჩქარებს, რადგან კომპანია ჰერბიას და სხვა სათბურის მფლობელების ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სათბობის სიძვირე წარმოადგენს.

გეგმებზე  ლაპარაკის დროს ზურაბ ჯანელიძე ყურადღებას  იმაზეც ამახვილებს, რომ კომპანია წლეულს საქართველოსთვის რამდენიმე სახეობის ახალი არატრადიციული  მწვანილის წარმოებას გეგმავს, მათ  შორის მწვანე რეჰანიც იქნება. ჰერბია ასევე აქტიურად გეგმავს აგრო და ღვინის ტურიზმში ჩართვას. ეს მიმართულება საქართველოში აქტიურად ვითარდება და კომპანიას მის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა სურს.

საამისოდ უკვე გამოყოფილია ადგილი იმერული ოდის ასაშენებლად, აქვე მოეწყობა ტრადიციული იმერული ეზო, სამუზეუმო სივრცეც, სადაც სტუმრებს შეეძლებათ, გაეცნონ საქართველოს და იმერეთის რეგიონის ისტორიას, ტრადიციებს, კულტურას, ადრეულ საუკუნეებში რა აგროპროდუქტები იწარმოებოდა ამ მახრეში. სურვილის შემთხვევაში, სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ მოსავლის აღებაში, დააგემოვნებენ ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს.

ჰერბის სათბურების შორის მთელ სიგრძეზე გაშენებულია ზვარი, აქ არის როგორც საღვინე, ისე სუფრის ყურძნის ჯიშები: „ციცკა“, „ცოლიკაური“, „საფერავი“, „მუჯურეთული“, უცხოურიდან: „პინო“, „შარდონე“, „კარდინალი“ და სხვა.

წლის ბოლოს ჰერბიას სტუმრები უკვე ამ ზვრებში დაკრეფილი ყურძნისგან დაყენებულ ბიოღვინოსაც დააგემოვნებენ.