ჰიდროპონიკურ ფირმას კვირაში 54 ტონა პამიდორი მოჰყავს

ილიონისის შტატში ფირმა MightyVine მთელი წლის განმავლობაში აწარმოებს პამიდორს, რომელსაც აწვდის ჩიკაგოს და მიმდებარე რაიონებს. ჰიდროპონიკას არ სჭირდება ნიადაგი და საშუალებას იძლევა ნაკლები წყალი მოიხმაროს, ამასთან სათბურის მეთოდით წარმოება არ აისახება ბოსტნეულს საგემოვნო თვისებებზე.

MightyVine დამფუძნებელმა ჰერი ლაზარსკიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ადამიანები ყიდულობენ სენდვიჩებს და სადაც უფერული, უგემური პამიდვრის ნაჭერი დევს, რომელსაც აგდებენ, რომ ულუფა არ გაიფუჭონ. ლაზარსკი დაკავებული იყო პროდუქტების მიწოდებით და ერთხელ ჰოლანდიური კომპანია  Royal Pride Holland-ის სათბურს ეწვია, რომელიც იყენებდა ჰიდროპონიკას, სადაც ზამთარში დახურულ ფერმაში მოჰყავდა წვნიანი და გემრიელი პამიდორი.

ლაზარსკიმ კომპანიისგან შეიძინა ტექნოლოგიები ჰიდროპონიკურ ფერმის ასაშენებლად, სათბურის მშენებლობაში ჩადო 11$ მილიონი. სათბური MightyVine, რომლის ფართობი 15 აკრია (დაახლოებით 6 ჰექტარი) გაშენებულია ილიონისის შტატის ქალაქ როშელში.

ყოველ კვირას ფირმა  ქალაქ ჩიკაგოს და მიმდებარე დასახლებებს 54.5 ტონა პამიდორს აწვდის. ამასთან პროდუქცია მთელის წლის განმავლობაში უწყვეტად იწარმოება, ხოლო პამიდორი სრულყოფილად ასწრებს დამწიფებას, რაც სათბურისთვის იშვიათობაა.

ჰიდროპონიკურ სისტემა, ჩვეულებრივ ფერმასთან შედარებით,  მხოლოდ 10% წყალს ხარჯავს. ამასთან სათბურის კონსტრუქცია მოწყობილია ისე, რომ სრულად გამოყენოს ბუნებრივი წვიმის წყალიც.

როგორც ლაზარსკი განმარტავს, პამიდვრვის წარმოების ავტომატიზება რთულია. ფოთლოვანი ბოსტნეულისგან განსხვავებით, პამიდვრის მოსაყვანად აუცილებელია ადამიანის მუდმივი ჩარევა.

ვიდრე არ  გამოიგონებენ მანქანას რომელიც თვითონ განსაზღვრავს, რომელი ღერო როდის და როგორ შეაჭრან, პამიდვრის მოყვანა ადამიანის მუდმივი მეთვალყურეობის და ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნება.

ხარისხიანი პამიდვრის მოყვანა იაფი არ ჯდება.

 კომპანია კილოგრამ პამიდორს 3-4$ ყიდის და წელწადში დაახლოებით 2600 ტონა პამიდორს აწარმოებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.