ჰუმინურ-ორგანული სასუქები _ „აგროვიტა ფორტე“, „აგროვიტა უნივერსალი“, „აგროვიტა ფორტე ბორით (B)“
თხევადი ჰუმინურ-ორგანული სასუქები – ყველა სახის მცენარეთა გამოსაკვებად გამოიყენება. ისინი ხასიათდება 100%-ანი წყალში ხსნადობით, სამუშაო ხსნარში ნარევის სახით გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა სასუქებთან და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან ერთად.
- აჩქარებს მცენარის ზრდა-განვითარებას, აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს, ზრდის მოსავლიანობას;
- აძლიერებს მცენარის იმუნიტეტს და მედეგობას სტრესულ სიტუაციებში (ყინვა, გვალვა, მაღალი ტენიანობა), იცავს დაავადებებისაგან, აქვს ფუნგიციდური ეფექტი;
- იწვევს ნიადაგის სასარგებლო მიკროფლორის აქტივაციას, განოყიერებას, სტრუქტურის გაუმჯობესებას;
- მინიჭებული აქვს ეკოლოგიურად უსაფრთხო (ბიო) პროდუქციის საერთაშორისო სერტიფიკატი.
თხევადი ჰუმინურ-ორგანული სასუქები მიეკუთვნება უსაფრთხოების მე-4 კლასს, არ იწვევს ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ტოქსიკურ მოწამვლას. არააალებადი და არაფეთქებადებია. არ საჭიროებენ ნარჩენი კონცენტრაციების განსაზღვრას გარემოში.
-
ჰუმინურ-ორგანული სასუქი „აგროვიტა ფორტე“
დამზადებულია ბუნებრივი ჰუმატებისაგან – ტორფი + წყალმცენარეების ექსტრაქტი. შეიცავს ჰუმინის და ფულვო მჟავებს, პოლისაქარიდებს, ალგინის მჟავას, ფიტოჰორმონებს, ამინომჟავებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს.
შემადგენლობა: ორგანული ნაერთების (C) საერთო შემცველობა – 15,0 %;
აზოტი (N) ≥ 3,0 %; ფოსფორი ( P)≥ 2,3 %; კალიუმი ( K) ≥ 1,6 % ;pH = 8,5 – 9,5.
რეკომენდაცია მოხმარების შესახებ:
- ფოთლოვანი გამოკვება – 0,25-0,5 %-იანი წყალხსნარი, 2,0-3,0 ლ./ჰა-ზე;
- ფერტიგაცია – 0,5-1,0 %-იანი წყალხსნარი, 3,0-4,0 ლ./ჰა-ზე;
- ნიადაგის განოყიერება – 4,0-5,0 ლ./ჰა-ზე;
- ჩითილების, ნერგების, ბოლქვების ჩალბობა – 1,0 %-იანი წყალხსნარი;
- თესლების დამუშავება – 1,0 %-იანი წყალხსნარი.
მცენარის ვეგეტაციის მანძილზე რეკომენდებულია 3 – 4 ჯერადი გამოყენება.
შეფუთვა: 1,0 ლიტრი, პოლიეთილენის სახელურიან ბოთლში, ჩამკეტიანი თავსახურით.
-
ჰუმინურ-ორგანული სასუქი – „აგროვიტა უნივერსალი“
დამზადებულია ადგილობრივი ტორფის ბაზაზე, ინოვაციური ტექნოლოგიით.
შემადგენლობა: ორგანული ნაერთების (C) საერთო შემცველობა ≥ 25,0 გ./ლ. ;
საერთო აზოტი (N) ≥ 15,0 გ/ლ. ; ფოსფორი (P)≥ 3,0 გ/ლ.; კალიუმი ( K) ≥ 30,0 გ/ლ. pH ≥ 8,5 .
რეკომენდაცია მოხმარების შესახებ:
- ფოთლოვანი გამოკვება – 0,5-1,0 %-იანი წყალხსნარი, 2,0-3,0 ლ/ჰა-ზე;
- ფერტიგაცია – 0,5-1,0 %-იანი წყალხსნარი, 3,0-4,0 ლ/ჰა-ზე;
- ნიადაგის განოყიერება – 4,0-5,0 ლ/ჰა-ზე;
- ჩითილების, ნერგების, ბოლქვების ჩალბობა – 1,0 %-იანი წყალხსნარი;
- თესლების დამუშავება – 1,0 %-იანი წყალხსნარი.
მცენარის ვეგეტაციის მანძილზე რეკომენდებულია 3-4 ჯერადი გამოყენება.
შეფუთვა: 0,1; 0,5 და 5,0 ლიტრიან პოლიეთილენის ბოთლებში, ჩამკეტიანი თავსახურით.
3. ჰუმინური ორგანულ-მინერალური სასუქი – „აგროვიტა ფორტე ბორით (B)“
დამზადებულია ბუნებრივი ჰუმატებისაგან – ტორფი + წყალმცენარეების ექსტრაქტი, გამდიდრებულია ბორით (B). გამოიყენება კულტურულ მცენარეთა ფოთლოვანი გამოკვებით ბორის დეფიციტის შევსებისათვის. აუმჯობესებს: ყვავილობის, დამტვერიანებისა და გამონასკვის პროცესებს, ამარაგრებს ნაყოფს მკვებავი ნივთიერებებით, ზრდის განაყოფიერებული ყვავილებისა და ნაყოფის რაოდენობას. აუმჯობესებს მცენარის უჯრედში ნივთიერებათა ცვლას.
შემადგენლობა: ორგანული ნაერთების (C) საერთო შემცველობა – 28,0-30,0 გ./ლ. ;
საერთო აზოტი (N) – 17,0-20,0 გ./ლ. ; ფოსფორი ( P) – 2,5-3,0 გ./ლ. ; კალიუმი ( K) – 2,5-3,0 გ./ლ.; ბორი (B) – 27,0-30,0 გ./ლ.; pH– 7,0-7,5
რეკომენდაცია მოხმარების შესახებ:
_ ფოთლოვანი გამოკვება 0,25 – 0,5-%-იანი წყალხსნარი, 2,0-3,0 ლ./ჰა-ზე.;
რეკომენდებულია მინიმუმ 2 ჯერადი გამოყენება (მცენარის ყვავილობის დაწყების წინ და ყვავილობის დასრულებისას).
შეფუთვა: 1,0 ლიტრი, პოლიეთილენის სახელურიან ბოთლში, ჩამკეტიანი თავსახურით.
შპს „აგროვიტა პროდაქშენ“.
ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N 116, მე-2 სართ., ოფისი 205 („დიდუბე პლაზა“-ს შენობა);
ტელ.: 599 205 969 ; 597 170 709 .
ელ. ფოსტა: agrovitaep@gmail.com