ფრანგული კომპანია დანონი რუსეთში იაფი რძის მისაღებად 5000 სულ ძროხას ჩაიყვანს
რუსეთის მიერ ევროპულ ყველზე დაწესებულმა ემბარგომ რუსეთში რძეზე ფასების ზრდა გამოიწვია იმდენად, რომ იოგურტის ფრანგულმა მწარმოებელი დანონი 5,000-მდე სული ფურის იმპორტს ახორციელებს ციმბირში, რათა წარმოებას ჰქონოდა რძე ხელმისაწვდომ ფასად.
ჩაპეტის განცხადებით დანონმა განახორციელა ინვესტიცია 60 ჰექტარზე არსებულ ფერმაში, ადგილობრივ მწარმოებელ დამატესთან ერთად. რძის პირველი ნაკადი დანონმა უკვე მაისში მიიღო და ძროხების ბოლო გადაზიდვა კი სექტემბერშია დაგეგმილი.
“ვიმედოვნებთ, რომ რუსული რძის ინფლაცია შენელდება მომდევნო წლისთვის,” განაცხადა ხელმძღვანელმა. მოთხოვნა-მიწოდებას შორის სხვაობა თანდათან იკლებს, რადგან ბაზარზე ჩნდება ახალი რძე, მათ შორის ციმბირის ფერმიდან.
ჩაპეტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რძის ინფლაციას შეიძლება დაეხმაროს რუსული რძის ბაზრის მოცულობის ზრდა,, დანონი არ ელოდება სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას ქვეყანაში.
“წლეულს პირველ ნახევარში გაყიდვები რუსეთში ინფლაციასთან ერთად იზრდება და უნდა გაიზარდოს 2018 წელსაც.”
წყარო: georgiandairy.org