იაპონელები ქართულ კივს მიირთმევენ

იაპონელებმა ქართული კივი აღიარეს. ”ნერგეტას” პროდუქცია ექსპორტზე ამომავალი მზის ქვეყანაში გავიდა და ადგილობრივების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ოპერაციების დირექტორმა, რომეო ჯაპავამ განუცხადა, ქართული კივი იაპონიაში ახალი წლის პერიოდში გაიგზავნა და ამით, ამ ქვეყანასთან სტაბილური თანამშრომლობა დაიწყო. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში სხვადასხვა იაპონური სუპერმარკეტების ქსელში ”ნერგეტას” ქართული კივის საცდელი პარტია წარმატებით გაიყიდა. ქართული პროდუქცია იყიდებოდა: ტოკიოში, ოსაკაში, კიოტოში, ჰიროსიმაში, ნაგასაკსა და ფუკუოკაში.

”ქართული კივის გულშემატკივრები მინდა გავახარო ქართული კივის აღიარებით იაპონიაში. იაპონელები ხილის და კვების პროდუქტების მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი გემოვნების და მოთხოვნების მქონე ერია და ამიტომ ბაზარზე შესვლა სასახიარულოა”, – აღნიშნა ჯაპავამ და დასძინა, რომ იაპონია ”ნერგეტასთვის” რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა. კომპანია წლებია, გერმანიასთან თანამშრომლობს. ”ნერგეტას” კივი გერმანიაში, სუპერმარკეტში ქსელ ”ლიდლის” ასობით მაღაზიაში: ბავარიაში, შვაბიისა და რურის მხარეებში, ასევე მიუნხენში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, დორტმუნდსა და ახლომდებარე ქალაქებში იყიდება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ ”ნერგეტას” კივი ”კარფურის” ქსელშია შესულია.

შეგახსენებთ, შპს ”ნერგეტა” ქართულ-გერმანული ინვესტიციებით შექმნილი კომპანიაა, რომელიც 2009 წელს დაარსდა. ის 24 ჰექტარზე გაშენებულ კივის პლანტაციას ფლობს. კომპანიაში ამ ეტაპზე 32 ადამიანია დასაქმებული.

წყარო: http://fortuna.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.