იაპონიაში გამოფენა „საქართველო – ღვინის აკვანი“ გაიმართება

 2018 წელს, იაპონიაში, ადგილობრივ საგამოფენო სივრცეზე ადაპტირებული გამოფენა „საქართველო- ღვინის აკვანი“ გაიმართება.

გამოფენას ღვინის ეროვნულ სააგენტოში უმნიშვნელოვანესს უწოდებენ.

გამოფენის დეტალები საგამოფენო სივრცის Terrada Warehouse, ტოკიოს ეროვნული „უენოს“ მუზეუმის და ასევე „ნეზუს“ მუზეუმის წარმომადგენლებთან განიხილეს იაპონიაში ვიზიტით მყოფმა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა დავით ტყემალაძემ და ასოციაციის „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თინა კეზელმა.

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები „გაკუშიკაიკანის“ წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს. გაკუშიკაიკანი 1928 წელს შექმნილი შვიდი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს, ჰოკაიდოს, ტოჰოკუს, ნაგოიას, კიოტოს, ოსაკას, კიუშუს უნივერსიტეტები) გაერთიანებაა. ორგანიზაცია უნივერსიტეტებს შორის კომუნიკაციისა და მეგობრობის გაღრმავების მიზნით შეიქმნა. გაერთიანების ფარგლებში, სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიება იმართება.7

საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში „Cité des Civilisations Du Vin“ 2017 წელს 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათეულ ათასობით ვიზიტორს მიეცა.

www.travelingeorgia.ge