„იმასქენი“ _ ახალი ქართული ლუდი
კომპანია „მაისტერბრაუ“ ლუდის მოყვარულებს გერმანული ნედლეულით დამზადებულ ქართულ ლუდს სთავაზობს, ნამდვილი იმერული სახელით – „იმასქენი“.
იდეის წყარო ოსური ლუდის შესახებ ინტერნეტში წაკითხული სტატია აღმოჩნდა.
„სტატიის წაკითხვის შემდეგ, სამზარეულოში, სახლის პირობებში შევეცადე გამეკეთებინა ლუდი და ბიზნესიდეაც აქედან გაჩნდა, ხოლო იდეის სისრულეში მოსაყვანად, პირველ ეტაპზე საკუთარი მანქანის გაყიდვა მომიწია“, – აცხადებს „მაისტერბრაუს“ დამფუძნებელი გოჩა ვაჭარაძე.
დღეს ლუდსახარში „მაისტარბრაუ“ გაუფილტრავ ლუდს აწარმოებს, რომელიც ბაზარზე როგორც ჩამოსასხმელი, ასევე ბოთლითაა წარმოდგენილი.
„მაისტერბრაუ“ მომხმარებლებს ასევე არყის გამოხდის სერვისსაც სთავაზობს, რომელიც გერმანული დანადგარებით ხორციელდება. კომპანია ასევე 15-მდე სახეობის ხილის არაყს და ვისკს აწარმოებს.
„გვაქვს ტურისტული მიმართულებაც, მარანი, სადაც ვიღებთ სტუმრებს და ვაცნობთ ჩვენს პროდუქციას“, – ამბობს ბატონი გოჩა ვაჭარაძე.
ავტორი: სალომე ჭიპაშვილი
წყარო: bm.ge