იმერეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები იწყება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველი კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი და სოფლის მეურნეობის  მინისტრის  მოადგილე  გიორგი ხანიშვილი  ქუთაისში  ფერმერებს  შეხვდნენ. განსახილველ  თემას  აზიური  ფაროსანა და მისგან შექმნილი  პრობლემა  წარმოადგენდა. როგორც შეხვედრაზე გაირკვა  სამინისტროს  მიერ  შემუშავებულია პროგრამა, რომელიც  მწერის განადგურებას  ითვალისწინებს.

მინისტრის  მოადგილის განმარტებით პირველ ეტაპზე  მოსახლეობაში  დაიწყება  ბუკლეტების  დარიგება  და  საინფორმაციო  შეხვედრები. ასევე  დაურიგდებათ  ქიმიკატები,  რომლითაც  მცენარეები  შეიწამლება.

„პრობლემა  საკმაოდ  სერიოზულია.  უზარმაზარი  ძალისხმევა  იხარჯება სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა,  დონორი  და  პარტნიორი  ქვეყნების  დახმარებით უამრავი ღონისძიება  ჩატარდა. ეპიცენტრი არის სამეგრელო და გურია, თუმცა    მწერმა  იმერეთშიც  შემოაღწია და  სოფლის  მეურნეობას   დიდი  ზიანი  მიაყენა.

რაქტიკულად, ადამიანები არიან საფრთხის  წინაშე,  რომ სარჩოს გარეშე  დარჩნენ.  ამიტომ დღეს რეგიონალურ დონეზე  დაიგეგმა  შეხვედრა, სადაც კონკრეტულად  განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები. მოსახლეობაში შეტანილი იქნება პრეპარატები, ასევე   ჩაუტარდებათ საინფორმაციო  ტრენინგები.“-  განაცხადა  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა.

სოფლის  მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილის განცხადებით, თითოეულ ოჯახზე დარიგებული იქნება  1ლიტრი შესაწამლი საშუალება, ამასთანავე  მოსახლეობასთან იწარმოებს  საინფორმაციო  შეხვედრები.

წყარო: newpress.ge